• რეკლამა
  • კონტაქტი
05:21, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანდრია გვიდიანი:“ნემსის ყუნწში უნდა გავძვრეთ და ნებისმიერ სამხედრო დაპირისპირებას თავი უნდა ავარიდოთ!”

ალია ავტორი - ალია
14:56 01-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
453

დღეს როგორც არასდროს გვჭირდება გაწონასწორებული პოლიტიკის გატარება. ყველაფერი უნდა ვქნათ, ნემსის ყუნწში უნდა გავძვრეთ და ნებისმიერ სამხედრო დაპირისპირებას თავი უნდა ავარიდოთ – ამის შესახებ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს:

„რეგიონში არსებული ვითარება იმაზე ფეთქებადსაშიშია, ვიდრე ამას ქართულ მედიაში გვეუბნებიან. ამ ფონზე, დღეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსად წოდებული რამოდენიმე ელემენტის განცხადება შემხვდა. სამწუხაროდ, ყველა მათგანი მხოლოდ ემოციებით არის გაჟღენთილი და სრულად დაცლილია რაციონალიზმისგან. საუბედუროდ, არ ვეშვებით ფსევდო პატრიოტიზმს და შეგნებულად უარს ვამბობთ რეალობის ადეკვატურ აღქმაზე. ნაცვლად იმისა, რომ ცივი გონებით ვიაზროვნოთ და ამ ვითარებაში მაქსიმალური სიფრთხილით ვიმოქმედოთ, ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ისევ გულზე მჯიღების ცემისკენ მოგვიწოდებენ. გაუგებარი წარმომავლობის პოლიტიკოსებად წოდებული ვიღაც კლოუნები მთელ საზოგადოებას გვთავაზობენ ინსტიქტებით ვიმოქმდოთ, ისევ ჯოს-ჯოს ვიძახოთ და არცერთ შემთხვევაში ტვინს ძალა არ დავატანოთ. გვთავაზობენ უკრაინაში ჩავიდეთ, ქვა ავაგდოთ და თავი შევუშვიროთ, რომის პაპზე მეტი კათოლიკეები ვიყოთ, ოღონდ რამენაირად არაორდინალურები გამოვჩნდეთ და ამით ყურადღება მივიქციოთ… – და მერე? შემდეგი ნაბიჯი რა არის? კონკრეტულად რას გვთავაზობენ? აი აქ უკვე არცერთი დასაბუთებული მსჯელობა არ მომისმენია.დღეს როგორც არასდროს გვჭირდება გაწონასწორებული პოლიტიკის გატარება. ყველაფერი უნდა ვქნათ, ნემსის ყუნწში უნდა გავძვრეთ და ნებისმიერ სამხედრო დაპირისპირებას თავი უნდა ავარიდოთ. ამ ვითარებაში რაიმე სახის სამხედრო მოქმედებებში საქართველოს ჩართულობა ჩვენი სუვერენიტეტის პირდაპირი საფრთხეა. ეს ანაბანაა, რომელიც ალბათ ყველა ზრდასრულს უნდა ესმოდეს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, არსებობენ ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებსაც ეს არ ესმით. თუმცა, საბედნიეროდ, დღეს საქართველო იმ კლოუნების ხელში არ არის, რომლებმაც მათი გაუაზრებელი პოლიტიკის და სიბეცის შედეგად, ქვეყანას 2008 წელი მოუტანეს და რუსეთს 20% გადაუფორმეს.აქვე საინფორმაციო პოლიტიკაზეც ვიტყვი ერთ-ორი სიტყვას. არ მინდა ჩვენი საამაყო ქართული ჟურნალისტიკა გავაკრიტიკო, მაგრამ ფაქტია, ამ ვითარებაში ჩვენი მედია მოწოდების სიმაღლეზე არ არის. სამწუხაროდ, გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ქართულ მედიაში საერთოდ არაფერი შუქდება. პრაქტიკულად, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდება სინამდვილეში. აქა-იქ არაფრის მომცემი რაღაც გაუგებარი ნიუსები ვრცელდება, რაც, რა თქმა უნდა, ვითარების სიღრმისეულად გაანალიზებისთვის საკმარისი არ არის.პრაქტიკულად პეპლებს ვითვლით. მთავარი თემა ისევ მიშას წნევა და მისი კვების რაციონია, ამასობაში კი სანამ ჩვენ მიშას სიცხეს ვუზომავთ, ​?რუსეთმა ბელორუსში ე.წ. წვრთნებისთვის S-400 სისტემების ორი ბატალიონი გადაისროლა; ?გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ საზღვაო ძალები წვრთნებს გამართავს პასუხისმგებლობის ყველა ზონაში, სადაც 140-ზე მეტი საბრძოლო და მომარაგების გემი, 60-ზე მეტი თვითმფრინავი, 1000 ცალი სამხედრო ტექნიკა და 10000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას;​ ?ამერიკის მიერ უკრაინაში სამხედრო ტვირთების გადაზიდვის ფონზე, აქტიურად მიმდინარეობს საუბრები ამერიკელი დიპლომატების ევაკუაციაზე, რასაც ზელენსკიმ “გადაჭარბებული რეაქცია” უწოდა; ? გუშინ ინდოეთის ოკეანეში ირან-რუსეთი-ჩინეთის(!) ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყო;​ ?ამ ფონზე, გერმანიამ დაბლოკა ესტონეთის მცდელობა, მიეწოდებინა გერმანული იარაღი უკრაინელებისთვის; P.S. – ვფიქრობ, მსგავს საკითხებზე სიღრმისეული მსჯელობა უნდა დაიწყოს და არა ისეთი, რომელიც მხოლოდ ლოზუნგებს და სადღეგრძელოებს მოიცავს“ – წერს გვიდიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved