ემიგრაციაში მყოფი შოუმენი, ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,მე, როგორც იმერელს, იმერეთში გაზრდილს, იმერლები მიყვარს ყველაზე მეტად.
და იმიტომ, რომ ყველაზე მეტი დაკვირვება ამ საოცარ ხაზზე მაქვს დაგროვილი წლების განმავლობაში.
ამ დაკვირვებისას ადამიანების თვისებებს, ქცევებს, სამყაროს ხედვას, დადებით და უარყოფით მხარეებს აღმოაჩენ.
რა თქმა უნდა, ამ პლანეტაზე მცხოვრები ადამიანები ზოგადად ვგავართ ერთმანეთს და ვერც ერთი კარგი თუ ცუდი ქცევა ვერ იქნება “იმერული”.
თუმცა დაახლოებით 22 წელია ვაკვირდები ბიძინა ივანიშვილს. თავიდანვე ამ დაკვირვების მიზეზი მისი წარმომავლობა იყო – იმერელი მილიარდერი. მსმენია მითები, რომელიც მის საქებად დადიოდა ხალხში. ვუყურებდი, როგორ ექცევა ის თავის სოფელს და თანასოფლელებს. და მე როგორც ბავშვობიდან დაკვირვების, კითხვების დასმის და ეჭვის მოყვარული, ვბრაზობდი, რომ რაღაც მეპარება.
მერე როცა ის საჯაროდ გამოჩნდა, მეტად შევძელი დაკვირვებაც.
და ახლა იმდენად ნაცნობი კაცია, იმდენად შინაური, მეტი რომ არ შეიძლება.
მასში არის ყველაფერი ცუდი, რაც იმერეთში მინახავს და არაფერი, არაფერი კარგი იმერული.
ანჩხლი ხასიათის მოხუცი, რომელზეც კარგს მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ ეშინიათ.
კაცი, რომელიც მტერს და მოყვარეს ერთმანეთთან ლანძღავს, პირში ორივეს ელაქუცება.
ნულოვანი ღირებულებითი ღერძი- მხოლოდ რეაგირება გარემოს ქმედებებზე.
ჭორაობა ყველაზე, ყველას გინება, ვინც მაშინ იქ არაა, როცა იგინება.
არანაირი ემპათია და სიყვარული საკუთარი ოჯახის წევრების მიმართაც კი.
ნამდვილი ბოგანო.
და სწორედ ასე მართავს ქვეყანასაც.
ამას კი გვასაღებს მშვიდობად და დიპლომატიად.
სინამდვილეში კი, ამ დიპლომატიის გამო ქვეყანა გადაკიდაა დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც.
ალბათ ცუდი აღზრდის ბრალია.
ან ეგეც ჩემსავით აკვირდებოდა ადამიანებს.
მაგრამ აკვირდებოდა მხოლოდ ცუდს და სწავლობდა. რადგან ერთ ადამიანში, მე არ მინახავს ამდენი უარყოფითი, ჩემ საყვარელ და ერთადერთ იმერეთში“














კომენტარები