• რეკლამა
  • კონტაქტი
08:50, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ანაფორა გაიხადა და მომახვია” – უცნობი ისტორია მეუფე ისაიაზე

ალია ავტორი - ალია
17:01 04-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,831

რეზი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში, წერს:

“ორი დღეა, მოსვენება მაქვს დაკარგული. ვფიქრობდი გამეზიარებინა თუ არა თქვენთვის ისტორია, რომელიც, მეუფე ისაიას ეხება. კაცს, რომელსაც, მავანმა განათლება დაუწუნა და არ მისცა უფლება საპატრიარქო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება.

ეს ისტორია 13 წლის წინ, 20 წლის ასაკში გადამხდა თავს. ემიგრაციიდან სრულიად უცხო (მტრულ) გარემოში ახლად დაბრუნებულს. ჩემთვის ძვირფასმა, სასულიერო პირმა საპატრიარქოში მიმიყვანა, რათა უწმინდესს დაველოცე. როგორც ახალგაზრდების უმეტესობა, მეც იდენტობის ძიებისა და თვითგამოხატვის ჩვეულ, პროტესტით აღსავსე პროცესში ვიყავი. რაც ამ შემთხვევაში გარეგნულად, გრძელი თმით და დახეული ჯინსებით ვლინდებოდა. საპატრიარქოში მესამე სართულზე ასულებს, უწმინდესის მოლოდინში, აგრესიულად, სიძულვილით აღსავსე მღვდელმთავარი მომიახლოვდა, დაინტერესდა, თუ ვინ მიმიყვანა იქ ასე ჩაცმული, ვინ ვიყავი და რომ სასწრაფოდ დამეტოვებინა საპატრიარქოს შენობა. უკიდურესი შიშის და დაბნეულობის განცდა დამეუფლა. ამ დროს, ამ ყოველივეს შემსწრე, ანგელოზებრივი სიმშვიდით და მამობრივი სიყვარულით მეუფე ისაია მოგვიახლოვდა, რომელმაც მღვდელმთავარს მოუწოდა დამშვიდებულიყო და სასწრაფოდ თავისი ანაფორა გაიხადა, დახეულ ჯინსებზე მომახვია (რაც ზემოხსენებული მღვდელმთავრის აღშფოთების მიზეზი იყო). ასე, მისი ანაფორამოხვეული შევედი უწმინდესთან დასალოცად. ამდენი წლის შემდეგაც, კვლავ ემიგრაციაში მყოფს, სასულიერო პირის დანახვა, ჩემში იმ ენით აღუწერელ შიშს და ამავდროულად, მეუფე ისაიას სახით მამობრივ სიყვარულს მახსენებს. ქრისტიანობა და ქრისტეს მოწაფეობა უპირველესად საქმით ვლინდება. სინათლე კი, ყოველგვარ ბნელს სძლევს” 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved