• რეკლამა
  • კონტაქტი
05:45, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანაფილაქსიის მკურნალობა შესაძლებელია, თუ ეს ხდება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია – ჯანმო მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაზე

ალია ავტორი - ალია
16:10 03-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ქართველი ექიმის გარდაცვალების საკითხზე ისაუბრეს. ჯანმოს პრესკონფერენციაზე “რუსთავი 2-ის” სახელით შეკითხვა კოკი იონათამიშვილმა დასვა.

“ძვირფასო კოლეგებო, როგორც იცით, საქართველომ “კოვაქს” პლატფორმის საშუალებით “ასტრაზენეკას” ვაქცინები მიიღო, რისთვისაც მადლობლები ვართ. სამწუხაროდ, 4 დღის წინ ექთანი მეგი ბაქრაძე პირდაპირ ეთერში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრის შემდეგ გართულებების გამო გარდაიცვალა. ამ ინციდენტმა “ასტრაზენეკას” ბოლოდროინდელი საერთაშორისო გამოძიების კონტექსტში საქართველოში დიდი უნდობლობა და შეშფოთება გამოიწვია. ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ჯანმოს რაც შეიძლება მალე გამოეგზავნა საქართველოში მისია მომხდარის შესაფასებლად?” – მიმართა კოკი იონათამიშვილმა ორგანიზაციას.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ვაქცინის კომპონენტებზე მწვავე ალერგიული რეაქცია იშვიათად ვლინდება და მსგავსი შემთხვევების მართვისთვის აუცილებელია აცრები შესაბამისად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარდეს. ​

“გვესმის, რომ ეს იყო ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციაა ვაქცინის კომპონენტზე და ეს დაფიქსირდა სხვა ვაქცინების შემთხვევაშიც. ასეთი შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად მითითებაა, პირველ რიგში, დავრწმუნდეთ, რომ ყველა ვაქცინაცია კეთდება ისეთ ვითარებაში, სადაც მედპერსონალია წარმოდგენილი, სადაც ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომლებიც საჭიროა იმ ადამიანის სამკურნალოდ, რომელსაც განუვითარდება მძიმე ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსიური შოკი. ჩვეულებრივ, ამის მკურნალობა შესაძლებელია, თუ ეს ხდება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია.

მეორე, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ ყველას, ვინც ვაქცინას მიიღებს. განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვთ წინა ანაფილაქსიის ისტორია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია შეტყობინების გაგზავნა, რომ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ჩვენ ვცდილობთ ზემოქმედების მინიმალიზებას სიფრთხილის გამოჩენით,” – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი სუმია სვამინათანი.

თეგები: მეგი ბაქრაძეჯანმო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved