• რეკლამა
  • კონტაქტი
09:47, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანაკლიაში მიწის მფლობელებს ქონებას მშენებლობისთვის ჩამოართმევენ – მინისტრის ბრძანება

ალია ავტორი - ალია
17:48 08-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,876

შეთანხმება ვერ შედგა – ანაკლიაში მიწის მფლობელებს ქონებას მშენებლობისთვის ჩამოართმევენ. ამის შესახებ ინფორმაციას BMG-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქართული ოცნების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილი 20 აგვისტოს ბრძანების მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში 12 222 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის პროცედურა დაიწყება.

მინისტრის ბრძანების თანახმად, ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების საფუძველი გახდა ის, რომ აღნიშნული ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე მოლაპარაკებების მიუხედავად, შეთანხმება ვერ შედგა.

ბრძანების მიხედვით, ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად განისაზღვრა, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს იმ მიწის ნაკვეთებზე ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება მიენიჭა.

BMG-ის ინფორმაციით, ექსპროპრიაციის ფარგლებში ჯამში 12 222 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხვდება: მათგან 605 კვ.მ მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, 1 546 კვ.მ – სოფელ ანაკლიაში, კიდევ 64 კვ.მ – დარჩელში, ხოლო 10 007 კვ.მ – სოფელ კიროვში. ზოგიერთ ნაკვეთზე ექსპროპრიაცია ასევე მოიცავს არსებულ აქტივებს, მათ შორის ღობესა და მრავალწლიან ნარგავებს.

ექსპროპრიაციის შესახებ მინისტრის ბრძანება არ ნიშნავს საკუთრების საბოლოო ჩამორთმევას. დოკუმენტის მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად სასამართლოს უნდა მიმართოს. ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე მხარეებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხი სასამართლოში განიხილება.

გამოსასყიდი მიწის ფართობი სულ 1.7 მილიონი კვადრატული მეტრია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტისთვის 1 720 553 კვ.მ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved