• რეკლამა
  • კონტაქტი
04:55, პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ან “ვივამედის” სასწაულის უნდა ვიწამოთ, ან იმის, რომ აქამდე გვატყუებდნენ“ – იაგო ხვიჩია სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
00:06 06-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,287

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას აზრით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის, თუმცა, მისივე თქმით დადასტურდა, რომ ის დიაგნოზები, რასაც მის შესახებ ამბობდნენ, ტყუილი იყო.

როგორც ხვიჩიამ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, სააკაშვილს “ციხესთან შეუგუებლობა” აქვს.

“ან “ვივამედის” სასწაულის უნდა ვიწამოთ, ან იმის, რომ აქამდე გვატყუებდნენ, მესამე, სხვა გზა არ არსებობს. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი კარგად არ არის. მე ის პირადად მყავს ნანახი და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის კარგად არის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპტიმალურია და ა.შ. ეს ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ ასევე, გაქარწყლდა ხმები იმის შესახებ, რომ მას აქვს დემენცია, კუნთების განლევა და ა.შ. ფიზიკურად – სიმართლე სადღაც შუაშია. მიხეილ სააკაშვილის ის დიაგნოზი, რომ მას შეუგუებლობა აქვს ციხესთან და ეს დიაგნოზი არის როგორც მიხეილ სააკაშვილის ექიმების მიერ დასმული, ასევე, სხვა კომისიების მიერ – ეს, ჩემი აზრით, მართალია. მიხეილ სააკაშვილს ფსიქიკაში არ აქვს კარგი მდგომარეობა იქიდან გამომდინარე, რომ ის მართლა ვერ ეგუება პატიმრობას, მაგრამ იმ დიაგნოზებზე, რომლებზეც აქამდე საუბრობდნენ და ერთხმად გაჰყვიროდნენ მთელი ქართული ოპოზიციური მედიასპექტრი, ეს ამბები, ჩემი აზრით, მართალი არ უნდა იყოს და მგონი, ეს დადასტურდა.

მგონია, რომ “ნაცმოძრაობასა” და მიხეილ სააკაშვილს მოუწევს ავადმყოფი მიხეილ სააკაშვილის ნარატივიდან გამოსვლა იმიტომ, რომ შენ თუ არჩევნების მოგება გინდა, მაშინ თან კვნესა იმასთან დაკავშირებით, როგორ ცუდად ხარ, ჯანმრთელობა რა დღეში გაქვს და ა.შ. ეს არ არის სწორი წინასაარჩევნოდ, რადგან პირიქით – ხალხს უნდა ეჩვენო, როგორც მხნედ მყოფი ლიდერი, რომელსაც შეუძლია რუსეთის ტყვეობაში მყოფს დაამარცხოს პუტინი. თუ ამ თამაშს თამაშობს, ციხეშიც უნდა იყოს საკუთარი ნებით გადაყვანილი და საჭიროა იმის თქმა, რომ დაძლიე ჯანმრთელობის პრობლემები და ახლა შეუდექი ბრძოლას და არა ის ნარატივი, რასაც დღეს მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე კი არ ვილაპარაკოთ, ვილაპარაკოთ ქვეყნის ბედზეო. კაცო, აქამდე შენ ლაპარაკობდი შენს ჯანმრთელობაზე და წელიწად ნახევარი შენი ჯანმრთელობით მოკალი მთელი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ოპოზიციას შეეძლო ეწარმოებინა და ახლა როგორ გინდა ეს ერთ დღეში დამთავრდეს, ეს ერთ დღეში არ დამთავრდება, მაგრამ დამთავრდება მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავად მოითხოვს ციხეში გადასვლას და იქიდან გააგრძელებს ბრძოლას,”-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება

14:16 10-23-2025
ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved