• რეკლამა
  • კონტაქტი
01:42, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ან უარჰყონ, ან დაადასტურონ” – გიორგი ბოტკოველის სკანდალური განცხადება 

ალია ავტორი - ალია
00:11 01-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
913

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბოტკოველი, პასუხობს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას იმ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ 2020 წლის არჩევნებისას, მას უჩუმრად ებრძოდა ვანო მერაბიშვილი და ეს მის მეგობრებს, მათ შორის, გიორგი ბოტკოველს და ბადრი ბასიშვილს უთხრა.

გიორგი ბოტკოველი “ფორმულასთან” ამბობს:

‘მინდა მივმართო ნიკა მელიას, ნიკა, მე შენთვის ზურგში დანა არ ჩამირტყამს, პირიქით, ყველა იმ ბრძოლაში ზურგში გედექი, გვერდით გედექი და არასდროს არაფერი შეგვშლია ამ ბრძოლაში, ალბათ, არსებობს მიზეზი, რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. და მოდი ეს მიზეზი ყველამ ეძებოს საკუთარ თავში.

თავს ვიკავებ, რომ რაღაცეებზე ვისაუბრო, მაგრამ არ მინდა 2020 წლის არჩევნების თემა უყურადღებოდ დავტოვო, როცა ასეთი ბრალდებები წამოვიდა იგივე ვანო მერაბიშვილის მისამართით და იგივე ჩვენი მისამართით. 2020 ის თემაზე უფრო მნიშვნელოვანი რამე შემიძლია ვთქვა და ალბათ, ეგაც უნდა ითქვას, და ამით დავხურავ ამ საკითხს. ეს ბევრმა ადამიანმა იცის და ან უარჰყონ, ან დაადასტურონ:

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც გადაწყდა მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობის თემა, ნიკა მელია იყო კატეგორიული წინააღმდეგი და ჩვენ დაგვჭირდა სერიოზული მუშაობა რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო პრემიერობოს კანდიდატი. და თუ გლდანის შტაბიდან ვინმე აპირებდა წასვლას, სწორედ ამ მიზეზით აპირებდა, იმიტომ რომ კანდიდატი ეწინააღმდეგებოდა მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას. მერე იმაზეც იყო საუბარი, რომ ხუთი ნომრით არ დამდგარიყო, თავისუფალი ნომრით დადგებოდა და  ისე დაგვეჭირა მხარი.

გაჩნდება კითხვა  რატომ არ ვამბობდით აქამდე, იმიტომ რომ ეს საკითხი გავიდა ბოლომდე და მიხეილ სააკაშვილი გახდა პრემიერობის კანდიდატი. ნიკა მელიამ დაინახა, რომ უმრავლესობა ამ საკითხს ეთანხმებოდა და შეიძლებოდა მარტო დარჩენილიყო იმ პოზიციაზე.

“მერაბიშვილი გულში ჩავიკარი და ჰოი საოცრებავ… ეს შემზარავი ამბავი პარტიაში ყველამ იცის” – ნიკა მელია

თეგები: გიორგი ბოტკოველივანო მერაბიშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved