• რეკლამა
  • კონტაქტი
01:30, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ან პროგრესის მხარეს ხარ, ან სიბნელის” – რას პასუხობს მელია გრიგოლიას?

ალია ავტორი - ალია
03:10 05-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას პასუხობს, შეგახსენებთ, ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ მელია გადაცემაში “ნაციონალურმა მოძრაობამ” არ გაუშვა.

ნიკა მელია:

გამოცდილებამ მასწავლა არაფერი დავტოვო უპასუხოდ, ამიტომაც ვწერ ამ პოსტს.

დღეს სტუმრად უნდა ვყოფილიყავი ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“, რაც სამწუხაროდ ვერ მოხერხდა და რასაც კიდევ უფრო სამწუხაროდ მოჰყვა მძაფრი რეაქცია ინგა გრიგოლიასგან.

ჩემი გადაცემაში ვერ მონაწილეობა, ნაც-ქოცურ დისკურსში გადაზარდა, თურმე ნიკა მელია პარტიას არ გაუშვია მასთან, რომ თურმე ასე გადაუწყვეტია პარტიას და მორჩა და რომ თურმე ჩვენი მონაწილება მას არც აინტერესებს და თურმე ქვეყანა ნაცებად და ქოცებად არ იყოფა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ….

თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას განვუმარტო რა, როგორ და რატომ მოხდა. მაგრამ ვიდრე ამას ავხსნი, მინდა ვთქვა:

  1. არაერთხელ ვყოფილვარ ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრად.
  2. არ განვეკუთვნები იმ პოლიტიკოსთა რიგს, რომელსაც სადმე „უშვებენ“ ან „არ უშვებენ“, ეს ვფიქრობ ინგამაც ძალიან,ძალიან კარგად იცის.

მქონდა გადატვირთული დღე, რომელიც დაიწყო ბრიფინგით, რომელსაც მოჰყვა 4 სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობა.

გადაცემაში მონაწილოების მიღების შემოთავაზება ცხადია არ იყო მიუღებელი, უბრალოდ თავიდანვე ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ უკვე შეთანხმებული ვიყავით ნიკა გვარამიასთან, რომ ვიქნებოდი „მთავარი აქცენტების“ სტუმარი და შესაბამისად, მოკრძალებულად ვთხოვეთ რომ ვყოფილიყავი პირველი ან მეორე სტუმარი, რომ ელემენტარულად დროში შესაძლებელი ყოფილიყო ამ ორივე გადაცემაში მონაწილეობა და თან სტუდიიდან სტუდიაში ტრანსპორტით გადაადგილება.

ამ თხოვნაზე უარი თქვეს და შემოგვთავაზეს, რომ მე ვყოფილიყავი ბოლო სტუმარი, რაც ნიშნავს იმას რომ ინგასთთან 21 :40 სთვის უნდა ვყოფილიყავი სტუმრად, რაც გამორიცხავდა გადაადგილების შესაძლებლობას და რეალურად მე „მთავარის“ ოფისიდან უნდა ჩავრთულიყავი „ტვ პირველს“, რაც სრულიად სამართლიანად გააპროტესტა ტელეკომპანია „მთავარმა“. ზუსტად იგივენიარად გააპროტესტებდა თავად ინგა გრიგოლიაც (და უთხოვით კიდეც რომ მათ გადაცემამდე მცირე ხნით ადრე სხვა არხს არ ჩავრთულიყავი და ეს გამითვალისწინებია).

დიახ, ან „მთავარის“ ოფისიდან უნდა ჩავრთყულიყავი, ან იქვე „მთავარის“ შესასვლელ კართან უნდა დავმდგარიყავი.

გარდა ამისა, ბოლო სტუმარმა „რეაქციაში“ გამოსვლა დაასრულა 21:58 წუთზე! ზუსტად იმ დროს, როდესაც დაიწყო ნიკა გვარამიას „აქცენტები“ და მე რომ ინგა გრიგოლიას გადაცემაში მონაწილეობა მიმეღო, მეც ზუსტად ისევე მომიწევდა 21:58-ზე დასრულება!

და რა მოჰყვებოდა ამას? „ტვ პირველის“ ჩართვიდან სინათლის სიჩქარით გავარდნა და შევარდნა „მთავარის“ სტუდიაში.

შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, პარტიას გადაცემაში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს, მითუმეტეს – მიზეზის ახსნის გარეშე!

აუხსნეს რა უხერხულობაც შეიქმნა, ბოდიშიც მოუხადეს და ძალიან მოკრძალებულად, მოწიწებით სთხოვეს, რომ ჩემს ნაცვლად, ნიკა მელიას ნაცვლად მონაწილეობას მიღებდა ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენელი. სტუმრის ჩანაცვლებაზე თქვეს უარი.

რაც შეეხება იმას რომ ინგა გრიგოლია მე მირეკავდა და არც ვუპასუხე. კი ნამდვილად მირეკავდა, მაგრამ არ კი არა, ვერ ვუპასუხე – დავით აქუბარდიას გადაცემაში ვიყავი სტუმრად და პირდაპირ ეთერში ტელეფონს ვერ ვუპასუხებდი.

ჩვენი ერთადერთი შეცდომა ის იყო, რომ მაინც დავთანხდით ინგა გრიგოლიას გვიან ეთერში მონაწილეობას და ვერ განვსაზღვრეთ რა უხერხულობას შექმნიდა ეს და ამაზე ნამდვილად ვწუხვარ.

პ.ს.

ინგა გრიგოლიამ ეს ქვეყანა ნაცებად და ქოცებად არ იყოფა საბედნიერეოდო. ეს ქვეყანა არც ჩემთვის იყოფა ნაცებად და ქოცებად, მაგრამ ორად ნამდვილად იყოფა – ან პროგრესის მხარეს ხარ, ან სიბნელის, ან ისტორიის სწორ მხარეს ხარ, ან არასწორ მხარეს.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved