• რეკლამა
  • კონტაქტი
02:31, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ან ისეთივე მანიაკი ხარ ვინც ამას აკეთებს, ან ხარ მანიაკის სამსახურში!ვინც არცერთია, არც მეორე და უბრალოდ თავი აუდუღდა, მისთვის ალბათ, ყველაზე კარგი გამოსავალი დუმილია!”-ჟურნალისტი თეონა გეგელია

ალია ავტორი - ალია
12:28 03-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
169

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ამ მოვლენების მნიშვნელობაზე ქართული სახელმწიფოს მომავალი განვითარებია საქმეში, სოციალურ ქსელში საუბრობს ჟურნალისტი თეონა გეგელია.

ჟურნალისტი ამბობს, რომ უკრაინელების ბრძოლა დღეს ჩვენთვის „იმაზე მეტი ვიდრე პოლიტიკა და პოლიტიკოსები.“

„არსებობს მარტივი არჩევანი სიკეთეს და ბოროტებას შორის, რომელიც ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ომის ფონზე ბრმებისთვისაც თვალსაჩინო ხდება. ან „ცხოვრობ“ სახელმწიფოში, სადაც არსებობს ხელისუფლების შეცვლის გარანტირებული შესაძლებლობა, გამოხატვის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლო ან „არსებობ“ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას ვერ ცვლი, სიტყვაც წართმეული გაქვს და სამართალიც.

ყველაფერზე შეიძლება იკამათო და პირველ რიგში იმაზე, რომ იდეალური სახელმწიფო(ები) არ არსებობს. დღევანდელი დასავლეთი იდეალური კი არა, იდეალურისგან ძალიან შორსაა, მაგრამ სხვა ადგილი ამ სამი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უფლების რეალიზებისთვის უბრალოდ არ არსებობს. ამიტომაა უკრაინელების ბრძოლა დღეს ჩვენთვის იმაზე მეტი ვიდრე პოლიტიკა და პოლიტიკოსები. უკრაინის პრეზიდენტის ვინაობაც კი მეასეხარისხოვანია რიგითი უკრაინელების მოტივაციის ფონზე, არათუ ამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სადავო ქართველი თანამშრომლების ვინაობა (ვისაც არ ახსოვს, რომ არა დასავლეთი, არავინ იცის აქ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება მოხდებოდა თუ არა).“- წერს თეონა გეგელია.

მისი თქმით, საზოგადოებისათვის სწორი დასკვნების გაკეთება რატომღაც რთული აღმოჩნდა. ასეთებს თეონა გეგელია დუმილს ურჩევს.

„რთული დროა და გასაგებია, რომ ადამიანებს მთავარი და მეორეხარისხოვანი პრობლემების განსაზღვრა უჭირთ. მაგრამ ბავშვების მკვლელობის ფონზეც ვერ ჩამოყალიბდე – რა არის ნამდვილი ბოროტება, ან ისეთივე მანიაკი ხარ ვინც ამას აკეთებს, ან ხარ მანიაკის სამსახურში. ვინც არცერთია, არც მეორე და უბრალოდ თავი აუდუღდა, მისთვის ალბათ, ყველაზე კარგი გამოსავალი დუმილია, იმაზე ფიქრი, ბოლოს და ბოლოს რა მომავალი უნდა საკუთარი შვილებისთვის – ცხოვრება, თუ მუდმივ შიშსა და სიღატაკეში არსებობა,“- წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved