• რეკლამა
  • კონტაქტი
21:05, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ან აქეთ უნდა გადმოგვებირებინა ვინმე და ან გახარიას პარტიასთან შევთანხმებულიყავით, ყველა ნაბიჯი შეთანხმებული იყო სააკაშვილთან” – ლაშა ბეჭვაია

ალია ავტორი - ალია
17:07 02-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

“ენმ”-ს წევრი, ლაშა ბეჭვაია:

“ვინც საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენლის არჩევას შეცდომად გვითვლის იმათ გასაგონად მინდა ვთქვა: ჩვენ საკრებულოში უმრავლესობით მოვედით, 45 დეპუტატიტან 23 იყო ენმ-დან, 19-ოცნებიდან და გახარია-3. არც ვინმესთან გარიგება გვჭირდებოდა და არც სხვა თავის ტკივილები გვქონდა. მოხდა ისე რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ღამე შეიპარა დალუქულ ოთახში, გადაასწორეს ბათილი ბივლეტენები იმ ოლქში სადაც ჩვენი კანდიდატი მანუჩარ ფიფია ორი ხმით იყო გამარჯვებული. შემდეგ ლოტოტრონის წესით დაიწყეს უბნების გადამოწმება და გადათვლა. ყველა ადრე გადათვლილ უბანზე ხმები დაგვემატა, მეც 5 ხმა მათშორის. ყურადღება მოვადუნეთ ამასობაში და ბოლოს გააძრეს ის უბანი სადაც უკვე მზად ჰქონდათ ყველაფერი საიმისოდ რომ ჩვენი კანდიდატი დამარცხებულად გამოეცხადებინათ. მოხდა ისე როგორც მოხდა და დავრჩით 22, ანუ 1ხმა გვაკლდა სრული უმრავლესობისთვის.

ყველამ იცით რომ ზუგდიდი ამ ქვეყანაში მსხვილი პოლიტიკური ცენტრია და მუდამ იყო თამაშის წესების მოკარნახე ბევრი სხვა ქალაქისთვის. ამიტომაც ქართულ ოცნებას აწყობდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, სადაც მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე პარტია ,,საქართველოსთვის” ალბათ ვერცერთ დეპუტატს ვერ შეიყვანდა, ენმს კი სავარაუდოდ ყველა მაჟორიტარულ ოლქს აახევდნენ და დაჯდებოდა ასეთი კონფიგურაცია 35/10-ზე დაახლოებით. არ ავხსნი თუ რატომ. როცა არჩევნები ერთ ქალაქში ტარდება ისედაც კარგად ხვდებით ყველა თუ ამ დროს რას აკეთებს ოცნება და რამხელა მასშტაბებს მიიღებდა გაყალბება.

მოკლედ, გვრჩებოდა ერთადერთი გზა: ან აქეთ გადმოგვებირებინა ვინმე და ან გახარიას პარტიასთან შევთანხმებულიყავით. ჩვენ არ ვიბრძვით ქოცური მეთოდებით, შანტაით, დაშინებებით და მოსყიდვებით. ამიტომაც ვინმეს გადმობირების შანსი 0 ს უდრიდა. დაგვრჩა არჩევანი ცუდს და უარესს შორის, ცუდი ის არის რაც გუშინ გავაკეთეთ, უარესი იქნებოდა ხელახალი არჩევნები.

ასევე მინდა ვთქვა რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი შეთანხმებული იყო პრეზიდენტ სააკაშვილთან და მისი სურვილიც იყო ზუგდიდში ოცნების დამარცხება. ამის შესახებ თვითონ იტყვის უახლეს სასამართლო სხდომაზე. რადგან კარგად იცის რომ არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც მის დაწერილ წერილებს ხან ხერხეულიძის და ხან გვარამიას დაწერილად თვლიან!

ასე რომ საუკეთესოდ ვიცით რაც გავაკეთეთ და რატომ გავაკეთეთ, ზუსტად ვიცით რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. ვერც მე და ვერც ჩემი მეგობრები ვერ მივიღებთ საყვედურს იმ ხალხისგან ვისაც აქციებზე 3 კაცის გამოყვანა არ შეუძლიათ, ვერც მოცლილილებისგან მივიღებთ და არც მორალზე ვალაპარაკებთ ვინმეს. ჩვენი მორალი ამ შემთხვევაში ქოცების ჩამოშორება იყო ხელისუფლებიდან კონკრეტულ რეგიონში, რასაც წარმატებით ვაკეთებთ. ყველამ თავის რეგიონს, ქალაქს და რაიონს მიხედოს. 22 კიარა 5 კაცი რომ ვერ გაუყვანიათ საკრებულოში იმის მიზეზები ეძიონ თორემ ჩვენ არაფერი გვაქვს მათგან სასწავლი. მობრძანდნენ და თვითონ ვასწავლით!

p.s. ესეთი უპრეცედენტო ზეწოლა საკრებულოს წევრებზე არასდროს ყოფილა. ქოცების ფსონი თითო გადასაბირებელ დეპუტატზე 300 000$ ზე იყო ასეული, მაგრამ არცერთი ადამიანი არ გატყდა, ყველა თავისი ადამიანობის ერთგული დარჩა!

ვამაყობ რომ ეს ჩვენი გუნდია და მიხარია რომ ესეთი ადამიანები მახვევია გარს!

მოცლილებს კი გირჩევთ სხვა საქმით დაკავდეთ, ხელის შეშლის ნაცვლად საქმე აკეთეთ, საქმე!”

თეგები: გიორგი გახარიამიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved