კოვიდვირუსით ინფიცირებული ქართველი მამაკაცი, რომელიც ამსტერდამის შიფოლის აეროპორტის თვითმფრინავში ასვლას სცდილობდა სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
32 წლის კაცი საქართველოდან, შიფოლის აეროპორტის გავლით მალტაში მიფრინავდა. აეროპორტის თანამშრომელთან საუბრების დროს, მან თვითონვე დაადასტურა, რომ იგი კორონავირუსით ინფიცირებული იყო. სამართალდამცავებმა მამაკაცი მაშინვე დააკავეს და კარანტინში გადაიყვანეს.
ამ დროისათვის, ჩრდილოეთ ნიდერლანდების პოლიცია საქმის უფრო ღრმად გამოძიების პროცესშია, ქართველი მამაკაცი კი, მათი პროკურატურის უფლებამოსილების ქვეშაა მოქცეული.
კომენტარები