ამსტერდამიდან საქართველოში 179 მოქალაქე დაბრუნდა. თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ თბილისის აეროპორტში დაეშვა.
აეროპორტში შემოწმების გავლის შემდეგ, მათ სხვადასხვა საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კი კორონავირუსზე კვლევისთვის კლინიკაში გადაიყვანენ.
უახლოეს დღეებში საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან კიდევ 5 რეისი შესრულდება.
კომენტარები