• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელიც ჯერ საკუთარ არჩევანს არ აფიქსირებს, ოპოზიციურადაა განწყობილი” – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
15:24 09-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

“NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 60%, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია,”- ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა. 
 
„ის ფაქტი, რომ გუშინ გამოქვეყნდა NDI-ის გამოკვლევა და 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას, ეს იმას მიანიშნებს, რომ ამ ადამიანების  უმრავლესობა ოპოზიციურად განწყობილია. როდესაც ადამიანებს აშინებენ და ეუბნებიან, დაკარგავ სამსახურს თუ „ქართული ოცნების“ გარდა სხვა პარტიის მხარდამჭერი იქნები და ამ აზრს დააფიქსირებს, ხალხს ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით, ამ ადამიანების პასუხია, რომ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული. ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ მათი უმრავლესობა ოპოზიციურად განწყობილია“- აცხადებს ხაზარაძე.

“ლელოს” თავმჯდომარემ პარტიის რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რეიტინგი ორნიშნა რიცხვს შეადგენს.

„უპრეცედენტო ზრდა გვაქვს, ჩვენი გამოკვლევით ვართ ორნიშნა რიცხვზე და ამას ცოტა ხანში ყველა დაინახავს. ჩემთვის მთავარია გუნდი და შემდეგ – თუ რის გარშემოა ეს გუნდი გაერთიანებული. რა პროექტიც არ უნდა იყოს, საჭიროა იდეა, შემდეგ პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას და რისკს საკუთარ თავზე. ჩვენ დავაფუძნეთ პარტია და პანდემიის მიუხედავად, 80 000 ადამიანია ასეთი, მე არ ვლაპარაკობ ამომრჩევლებზე, წინა კვირას ეს რიცხვი იყო 70 000. არც ერთ პარტიას საქართველოს ისტორიაში არ ჰყოლია ამდენი რეგისტრირებული წევრი და რეგისტრირებული მხარდამჭერი. 

ჩვენ გვაქვს ყველაზე ძლიერი კონკრეტული გეგმა საქართველოს რეკონსტრუქციის, რომელიც 4 წელში ძირფესვიანად შეცვლის ჩვენს ქვეყანას და შემდეგ დაიწყება უპრეცედენტო ზრდა, რომელიც დღემდე ვერავინ ვერ მოახერხა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ კვირაში ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის სერიოზული მენეჯმენტის შედეგი, გუნდის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88% არჩევნებზე წასვლას აპირებს, თუმცა, მათგან 59%- მა არ იცის, ვის მისცემს ხმას.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved