• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამოიღე ხმა! დაიბრუნე ხმა” — 24 ნოემბერს დაანონსებული აქცია-მსვლელობების განრიგი

ალია ავტორი - ალია
12:17 11-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
266

დღეს, 24 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, თბილისში რამდენიმე აქციაა დაგეგმილი.

დღის 15 საათზე, თავისუფლების მოედანზე ქალთა მარში გაიმართება. ქალთა მოძრაობისა და “საფარის” ორგანიზატორობით დაანონსებული აქციის მონაწილეები მსვლელობას გამართავენ ივანიშვილის შუშის სასახლის მიმართულებით, სადაც პერფორმანსი მოეწყობა:

“გაყალბებული არჩევნების ფონზე, ძირგამოთხრილი და დასუსტებული დემოკრატიის პირობებში, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე” – აცხადებენ ორგანიზატორები და სიმბოლურად, აქციის მონაწილეებს მიმართავენ, თან იქონიონ ჩემოდნები, ან დიდი ჩანთები.

აქციას აანონსებენ ხელოვანებიც. საღამოს17:00 საათზე მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და თსუ-მდე მსვლელობით მივლენ. აქციის ორგანიზატორები Full Stop/წერტილი და კულტურა დემოკრატიისთვის არიან.

ასევე 17:00 საათზე, “ილიაუნიდან” თსუ-მდე დაანონსებულია პროფესორ-მასწავლებლების მარში;

საღამოს, 21 საათზე კი ოპოზიციის მასშტაბური აქცია გაიმართება. პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები და მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, მათ შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული კოლონებიც, რის შემდეგაც ფეხით მსვლელობა გაიმართება რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

აქცია პარლამენტის შენობასთან გაგრძელდება. მომიტინგეები ღამეს საკანონმდებლო ორგანოსთან გაათევენ და ორშაბათს დანიშნულ, არალეგიტიმურ პარლამენტის სხდომას პროტესტით შეხვდებიან. 25 ნოემბრის, 09:00 საათზე კი აქციას სხვა მოქალაქეებიც შეუერთდებიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved