შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ს.დ. დააკავა.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: 9 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. “ბიო”. ნარკოტიკული ნივთიერებები, ასევე ამოღებულია 30 ადგილიდან.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.დ. დააკავეს.
პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 9 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“. ხოლო, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებები, ასევე ამოღებულია 30 ადგილიდან.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – წერია განცხადებაში.














კომენტარები