ყოფილი პარლმენტარი, დავით ზურაბიშვილი:
,,ახლახან პოსტს გადავაწყდი, რომელსაც სრულიად შეგნებულად არ ვაზიარებ. იმ უკიდეგანო იდოტობის გაზიარება უკვე თავისთავად მგონია დანაშაულის ტოლფასი. მაგრამ ხსენება და აღნიშვნა, ვფიქრობ, მაინც ღირს.
მოკლედ, ტიპი წერს, რომ ბებერი ბოზი ევროპა ცდილობს ორი მოძმე და ერთმორწმუნე ერი, რუსები და ქართველები, ერთმანეთს წაჰკიდოს, მაგრამ ვერ მივართვითო. თავის დროზე რუსეთმა გადაარჩინა საქართველო გამუსლიმანებისგან, მერე კი ორმა ქართველმა, სტალინმა და ბერიამ იხსნა რუსეთიო, ევროპას კი სულ ვებრძოდითო. ჯერ იყო და პეტრე ბაგრატიონმა უტირა დედა ნაპოლეონს, მერე ქანთარიამ და ეგოროვმა რაიხსტაგზე ააფრიალეს დროშაო და ა. შ. კიდევ ბევრ მსგავს “სიბრძნეებს” ქადაგებს, მაგრამ აღარ გავაგრძელებ.
ამ სოციალურ ქსელში იმდენი გიჟი, მანიაკი და ფსიქოპათი დაძრწის, არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ამ საოცრება პოსტს აქვს ათას ექვსასზე მეტი მოწონება! ათას ექვსასზე მეტი! თან ყველა ტროლი კი არაა, მართლა არსებობს ასე “მოაზროვნე” ხალხი.
ჩვიდმეტი წელია ფეისბუქის მომხმარებელი ვარ, მეტ-ნაკლებად მიცნობს საზოგადოება, 23 ათასი ფოლოუერიც მყავს, მაგრამ 1600 ლაიქი ცხოვრებაში არ მღირსებია.
თუმცა, საქმე იმდენად ამ ხალხის უკიდურეს გონებაშეზღუდულობასა და არეულ რამსებში კი არაა და არც იმაში, რომ ამათი შემხედვარე ირაკლი კაკაბაძის ცნობილ თეზისში, “ადამიანი ბუნებით არ არის გამოსირებული”, უკვე სერიოზულად მეპარება ეჭვი, არამედ მთავარი აქ ის მგონია, რომ ადრე ამ კონტიგენტს ერიდებოდა მსგავსი აზრების საჯაროდ გამჟღავნება, ახლა კი გათამამებულები არიან, არც არაფრის ეშინიათ და არც არაფრის რცხვენიათ.
რატომ? იმიტომ, რომ თავისიანებად და თანამოაზრეებად აღიქვამენ ამ ხელისუფლებას. “ზემოდან” გრძნობენ მხარდაჭერას და ზურგის გამაგრებას. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირი და სრულიად დასავლეთი მთავარ მტრად გამოგვიცხადეს. ევროპის ლანძღვა-გინება გახდა ყოველდღიური სახელისუფლო პროპაგანდა და აბა ის დღე რა დღე არის პაპუაშვილმა ბრიფინგი თუ არ მოაწყო და ბრიუსელს არ ასხა?. ჰოდა, ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, რომ ამბობენ, აქაც სწორედ ის ამბავია. ამ სახელისუფლო სიბნელის ფონზე აზვირთდა და ამოასხა უკაცრავად და საზოგადოებაში დაგროვილ-დალექილმა საბჭოთა მძღნერმა, დაუცხრომლად რომ დუღს, ყარს, ფუთფუთებს და მოედინება როგორც ლავა…
აი, ეგრე ვცხოვრობთ.“














კომენტარები