„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ, რის შემდეგაც რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გათვალისწინებული ცვლილებების მიხედვით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლს და პატიმართა ერთ მესამედს.
პროექტის მიხედვით, ამნისტია არ შეეხება მძიმე დანაშაულებისთვის დაკავებულ პატიმრებს. მმართველ გუნდში კანონპროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას ყურადღებას ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე ამახვილებენ.














კომენტარები