• რეკლამა
  • კონტაქტი
19:26, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Amnesty International: საქართველოს ხელისუფლებამ ვერაფერი დაუპირისპირა ჰომოფობიურ ძალადობას

ალია ავტორი - ალია
12:16 07-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

“საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ ვერ უზრუნველყო ლგბტ აქტივისტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. იმის მაგივრად, რომ გაეთვალისწინებინათ აქციის ძალადოვრივი ხასიათი და შესაძლო რისკები, გაეცათ სათანადო პასუხი სასტიკ თავდასხმებზე, მაღალჩინოსნებმა პრაიდის წევრებს მოუწოდეს უარი ეთქვათ თავიანთ გეგმებზე”, – განაცხადა Amnesty International- ის დირექტორის მოადგილემ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დენის კრივოშეევმა, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა მხრიდან გუშინ მომხდარ აგრესიაზე.

ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული შეფასებებისა და მოწოდებების შემდეგ, ორგანიზაციისთვის არ არის გასაკვირი რატომ არ იყო პოლიცია საკმარისი რაოდენობით წარმოდგენილი და რატომ ჰქონდათ მათ რეაგირება მხოლოდ ძალადობაზე და არა ლგბტქ აქტივისტების უფლებების დაცვასა და მათი გეგმების განხორციელებაზე.

“ამჯერად ხელისუფლება უნდა ეცადოს ყველაფერს იმისთვის, რომ გამოასწოროს არსებული სიტუაცია. მათ საჯაროდ უნდა დაგმონ განხორციელებული ძალადობა, რაც ნათლად გამოხატავს, რომ ასეთი ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია და მისი შეწყნარება არ მოხდება. დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დამნაშავეები და დაეკისროთ მათ პასუხისმგებლობა სამართლიანად ჩატარებულ სასამართლო პროცესზე”, – განაცხადა დენის კრივოშეევმა.

გუშინ “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე განხორციელებულ ძალადობასა და კანონდარღვევას გამოეხმაურნენ სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, მათ მოუწოდეს ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვისკენ და კანონდარღვევის აღკვეთისკენ.

5 ივლისს თბილისში “თბილისი პრაიდის” ორგანიზებით “ღირსების მარში” უნდა გამართულიყო, თუმცა ჰომოფობიურად განწყობილი ასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, მათ იძალადეს ჟურნალისტებზე, დაარბიეს მოძრაობა “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისები.

პრაიდის ორგანიზატორებმა “ღირსების მარშის” გაუქმება გადაწყვიტეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved