• რეკლამა
  • კონტაქტი
18:33, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Amnesty International-ი ანტონ ჩეჩინისა და სხვა საქმეების ხელახალ, სამართლიან განხილვას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
12:46 09-03-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ანტონ ჩეჩინისთვის 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მისჯას უსამართლოდ მიიჩნევს და მის საქმეში სერიოზულ დარღვევებზე მიუთითებს.

ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი ამბობს, რომ ანტონ ჩეჩინი პოლიციას ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს.

კრივოშეევის თქმით, მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა სხვა მომიტინგეების საქმეებშიც, რომლებიც ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული მუხლებით დააკავეს. ყველა ბრალდებული უარყოფს დანაშაულს და აცხადებს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, თუმცა სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მხოლოდ ორი გაამართლა.

Amnesty International მოითხოვს ანტონ ჩეჩინისა და სხვა მსჯავრდებულების ხელახალ, სამართლიან სასამართლო პროცესს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევს, რომ ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

„ანტონ ჩეჩინი აცხადებს, რომ პოლიციამ მას ნარკოტიკები ჩაუდო. მან გაგვიზიარა დაკავების დეტალები: ჩხრეკა ჩატარდა მოწმეებისა და ჩართული სამხრე კამერების გარეშე; მას წაართვეს ქურთუკი და როდესაც დააბრუნეს, მასში ნარკოტიკები „იპოვეს“ – უკვე თარჯიმნის თანდასწრებით, რომელიც შემდგომში ბრალდების მხარემ მოწმედ დაარეგისტრირა.

მსგავს მოვლენებს ვაკვირდებით საქართველოში სხვა მომიტინგეების საქმეშიც, რომლებიც ნარკოდანაშაულთან დაკავშირები მუხლებით დააკავეს. ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით გასამართლებული ყველა მომიტინგე უარყოფს წარდგენილ ბრალდებას და აცხადებს, რომ მათ ნარკოტიკები ჩაუდეს. თუმცა, სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მხოლოდ ორი გაამართლა.

ანტონ ჩეჩინისა და ყველა მსჯავრდადებული პირისთვის ჩვენ ვითხოვთ ხელახალ სასამართლო პროცესს – სამართლიან სასამართლო პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უნდა გაათავისუფლონ, – განაცადა მან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved