კინორეჟისორმა ნიკუშა შენგელაიამ ტვ იმედის ეთერში განაცხადა:
„კლასიკური პოლიტიკური ოპიზიციური ძალა არ ჩანს. ისინი შეპყრობილები არიან შურისძიებით, რომ როგორმე რევანში აიღონ და დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ჩვენ ხო არ გვესმის პაექრობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ვინ უკეთ გააკეთებს პროექტებს, რა კონცეფცია აქვთ, არის გაუთავებელი ლანძღვა-გინება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უამრავი პარტიაა და ბევრს აქვს სურვილი დაიკავოს თანამდებობები, ამის არც ინტელექტუალური და არც ზნეობრივი რესურსი არ ჩანს, ამიტომაც არის „ქართული ოცნება“ უალტერნატივო ძალა.“
კომენტარები