• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამით ზიანდება არამხოლოდ საქართველოს, არამედ აშშ-ის რეპუტაციაც – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:50 09-14-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა, დეზინფორმაციის გამო, რომელიც გავრცელდა პარტიულ ტელევიზიებში, განცხადება გამოექვეყნებინა, რადგან ასეთი ინფორმაციით ზიანდება არამხოლოდ საქართველოს რეპუტაცია, არამედ აშშ-ის რეპუტაციაც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ბაზასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არანაირ მონაცემსა და ფაქტს არ ეფუძნებოდა.

„ჯერ ზოგადად მნიშვნელოვანია, ეს თემა საერთოდ როგორ გახდა განხილვის საკითხი. სამწუხაროა, რომ ვნახეთ, რამდენადაც თვალყურს ვადევნებდი, იყო საკითხი, რომელზეც არანაირი არც მონაცემი, ან ვინმეს მოსაზრება, ან რაიმე ფაქტი არ არსებობდა. თუ არ ვცდები, ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე ისაუბრა თუ დაადასტურა, გახლდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, რომელიც ოპოზიციამ აირჩია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი დეზინფორმაციით რომ არის დაკავებული სახელმწიფოს წინააღმდეგ და თან ასეთ საკითხებზე, რომელზეც აშშ-ის საელჩოსაც კი მოუწია განცხადების გაკეთება. არ ვიცი, ერთი მხრივ, ასეთი ბორდის წევრი რა ღირებულებას წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელში და მეორე მხრივ, აჩვენებს, ჩვენი ოპოზიცია როგორ კანდიდატებს არჩევს ხოლმე ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობებზე. იმედი მაქვს, ბოდიშს მოიხდის ეს ადამიანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა, აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაევრცელებინა.

„იმედი მაქვს, გუშინ გაეცანით აშშ-ის საელჩოს განცხადებას. არათუ მე, აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა, ამ დეზინფორმაციის გამო, რომელიც გავრცელდა პარტიულ ტელევიზიებში, განცხადება გამოექვეყნებინა, რადგან ასეთი ინფორმაციით, რა თქმა უნდა, ზიანდება არამხოლოდ საქართველოს რეპუტაცია, არამედ აშშ-ის რეპუტაციაც. ასე რომ, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ასეთი პირდაპირი ტყუილებით, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, გარდა ერთი ადამიანის მონაჭორისა, ასეთ ტყუილზე რომ ეწყობა სიუჟეტები და შემდეგ ხდება დღის განხილვის თემა, ეს შორს არის რაკეთილსინდისიერი ჟურნალისტიკისგან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრ ლიკა ბასილაია-შავგულიძეზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე. აღნიშნულს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved