• რეკლამა
  • კონტაქტი
14:57, ორშაბათი, 15 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამისთვის არესტოვიჩს ეკუთვნის “მადლობის სიგელი” საქართველოს ხალხისგან” – გია აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
00:37 04-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,335

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე:

“ევტუშენკოვი-ივანიშვილის ე.წ. სატელეფონო საუბარზე – ამგვარი მანიპულაციებით “ნაცები” საინფორმაციო სივრცეს ერთი-ორი დღით თუ ძლებენ მედიასივრცეში. შემდეგ ახალ ‘ფეიკებს’ იგონებენ და ბოლოს ისევ საწყის ეტაპს უბრუნდებიან – კედელს ურტყამენ თავს.
ამ ე.წ. საუბარში “ზერნოს” “გაშიფვრა” (ფული, მაყუთი) “ნაცების” “დიდ ინტელექტს” პეტრე ცისკარიშვილს, სავარაუდოდ, რუსი ბიზნესმენი კობა ნაყოფია ასწავლიდა.
არახამია არის ის ადამიანი, რომელსაც სძულს საქართველო, მას არ აქვს ქართული იდენტობა. ის არის სააკაშვილის ომის პარტიის გზავნილების რუპორი უკრაინიდან. კოლექტიური ადეიშვილები და ლორთქიფანიძეები მაქსიმალურად ცდილობენ საქართველო-უკრაინის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის დაზიანებას, მაგრამ ისინი ამაშიც ჩაფლავდებიან (სააკაშვილის ‘ლექსიკონიდან’).
სააკაშვილის სექტა 2011 წლიდან უშედეგოდ ცდილობს დასავლეთში იმის დამკვიდრებას, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული ინტერესების გამტარებელია და “ქართული ოცნება” “პრორუსულია”. რეალურად კი, ამ ე.წ. რუსეთუმე ხელისუფლებამ უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულებს მიაღწია ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. “ნაცების” ამ გახუნებულ გზავნილს კი, დღემდე იმეორებენ ცალკეული ერთეული ევროპარლამენტარები, დასავლეთის ცალკეული მკვლევარები, რომლებიც, დიდი ალბათობით, ამას ანგარებით აკეთებენ.
საქართველოს სახელმწიფოს დაუმსახურებლად ამუნათებენ უკრაინის ოფიციალური პირები, რაც სრულიად აღმაშფოთებელია! აბა საქართველო იყოს მდიდარი ენერგორესურსებით ისევე, როგორც აზერბაიჯანია, ზელენსკი გაგვიბედავდა ამდენ უსაგნო კრიტიკას? ძალიან ეჭვი მეპარება!
გმირი ხალხია უკრაინელები და არა ცალკეული პოლიტიკოსები. ეს ომი დასრულდება ადრე თუ გვიან და ყველაფერი გაირკვევა, თუნდაც ის, თუ რატომ არ მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის დროული ევაკუაცია.
იმის მიუხედავად, რომ “ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკოსებსა და პოლიტიკანებს ეხამუშებათ, რომ მათ ომის პარტიას ვუწოდებთ, ალექსეი არესტოვიჩმა სააკაშვილს გამოუგზავნა “ოფიციალური სერტიფიკატი”, რომ ის წარმოადგენს ომის პარტიის ლიდერს. ამისთვის არესტოვიჩს ეკუთვნის “მადლობის სიგელი” საქართველოს ხალხისგან.”
თეგები: გია აბაშიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved