დეკანოზი ილია ჭიღლაძე პასუხობს მამა ანტონს, რომელიც ფიქრობს, რომ კორონავირუსის ვაქცინით აცრილი ადამიანები ბლუთუზს იჭერენ.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე:
“ამისთანა გონებაცდომილებით და უტვინოებით აავსო ეკლესია ილია მეორემ.
ზუსტად მან, რადგან მან დააკომპლექტა სინოდი კოლექტიური სპიროდენებით, რომელიც პასუხისმგებელია მთელს ეკლესიაზე და კონკრეტულად ილია მეორე არის პასუხისმგებელი თავის ეპარქიაზე, თბილისის სამღვდელოებაზე. ეს საცოდავი ანტონი შეიძლება მოძღვრად იწოდებოდეს?! ამან რა უნდა ასწავლოს ადამიანს?!”
გუშინ, 8 ივნისს, Facebook-ზე გავრცელდა პოსტი, სადაც დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე დახურულ ჯგუფში წერდა, რომ კორონავირუსის ვაქცინით ვაქცინირებული პირები ბლუთუზს იჭერენ.
კომენტარები