• რეკლამა
  • კონტაქტი
22:17, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამის თუ ეშინია პროკურატურას, შეუძლიათ დამაბან ეზოში ძაღლივით და ჩემ შვილიშვილებს მაინც გავეთამაშები” – ჯანო არჩაია მოსამართლეს

ალია ავტორი - ალია
18:49 06-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,169

პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა 49 წლის ჯანო არჩაიამ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიმართა და უთხრა:

მე ჩემ თავში ისე ვარ დარწმუნებული, ღმერთის წინაშე მართალი ვარ და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ აქ გაცნობილი ეს ბიჭებიც, ყველანი უსამართლოდ ვსხედვართ დღეს აქ. რაც შეეხება იმას, პროკურორებისგან გაქცევაზე გამოთქმულ (აზრს) თქვენ არ ვიცი, ღმერთმა, მომავალში გამრავლებას გისურვებთ, მაგრამ აგერ თითქმის ჩემი ხნის ხალხი ზის და ეყოლებათ ალბათ შვილები, შეიძლება შვილიშვილებიც ან დისშვილები. რაც არ უნდა იყოს, ორი თვე გვაქვს დარჩენილი, თუ რაღაც, მისჯამდე, რომელსაც გადაწყვეტენ, თქვენ არა, იქ ზემოდან მოგცემენ მითითებას, მანამდე, იმ ორი თვით მაინც თუ შეიძლება და მე მგონი არის შესაძლებელი, რომ ჩემ პატარა შვილიშვილებთან გავატარო.

თუ იმ მუხლში რომელშიც არის გირაო, გირაოს გარდა ბრასლეტს ეძახიან, ესენი თუ არ არის საკმარისი, მე შემიძლია, რაღაც შემოგთავაზოთ ისეთიც, პატარა ეზო მაქვს სახლში, იქნება სულ 8 მეტრი ალბათ სიგრძეში ჭიშკრამდე, ნანახი მაინც გექნებათ, მე მგონი თქვენ ეზოც გაქვთ, შეიძლება თქვენც გაქვთ ეზოში, ავ ძაღლს როგორ აბამენ მავთულზე და დარბის სახლიდან ჭიშკრამდე. მეც პატარა ეზო მაქვს-მეთქი, იმ ეზოში გექნებათ ნანახი ავ ძაღლს როგორ აბამენ და სახლიდან ჭიშკრამდე რომ დარბის, თუ მე ასეთი ავი ვარ და საშიში ვარ, რომ ხალხს ქუჩაში დავერევი, სპეცრაზმს თავში ქვას ჩავარტყამ, ამის თუ ეშინია პროკურატურას, შეუძლიათ დამაბან იქ ძაღლივით და ჩემ შვილიშვილებს მაინც გავეთამაშები“, – თქვა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე ჯანო არჩაიამ.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved