ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, რუსეთ-უკრაინის ომზე საქართველოს მთავრობის შეფასებებს სიმხდალედ აფასებს, სიფრთხილით შეფარულს და ამბობს:
“გაუგონარი სისულელები იბოდიალეს და დღეს და ხვალ უარესი მოხდება, ამის ახსნას ეცდებიან და ეცდებიან დაგვარწმუნონ, რომ ეს რომ არ ექნათ, ომი დაიწყებოდა… ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუ აქვს რამე ინფორმაცია რაც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებს, გვითხრან, არსებობს ამისთვის საკანონმდებლო ორგანოები, კომისიები, და აქ ზღაპარები არ მოგვიყვნენ, რომ საბავშვო ბაღში, რომ ვიღაცას ტანკი ჰყავდა დაქოქილი და … ამის თქმა არც გაბედონ!”
კომენტარები