• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამის შესახებ ყველაზე კარგად ივანიშვილმა იცის…”

ალია ავტორი - ალია
21:30 01-16-2020
- ახალი ამბები, ბიზნესი, ექსკლუზივი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა დაგვანამუსეს, რომ ამბობდით, ნაახალწლევს ლარი გაუფასურდება, რატომ არ გაუფასურდაო? მოითმინეთ ბატონებო, ჯერ ძველი ახალი წელი გაქვთ წინ და მეორეც, ჯერჯერობით, კვლავ ახალი წლის „რაზგონით“ მიდის ჩვენი ეკონომიკა. ქართულმა სენმა, ახალ წელს მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა შევხვდეთ და შემდეგ რამდენიმე თვე საჭმელზე ფული დავზოგოთ, ახლაც იმუშავა და როცა საახალწლო საკვები ამოიწურება, როცა პროდუქტების საჭიროება კვლავ იჩენს თავს, ლარის გაუფასურებაც მაგ დროს დაიწყება და პროდუქტებიც მოიმატებს. ჰო, ის პროდუქტები, რომლებიც ახლა „ჩაწოლილია“ და არავის სურს, წიწიბურა, ბურღულეული… ეს სამომავლოდ, მანამდე კი…

ხელისუფლებაში კარგად იციან, რომ გასული წლის მსგავსად, სერიოზული უცხოური ინვესტიცია წელსაც არ განხორციელდება. უფრო მეტიც, თუ გახსოვთ თანაინვესტირების ფონდი და მის მიერ განხორციელებული პროექტები? ჩვენ შეგახსენებთ – თანაინვესტირების ფონდის ხელშეწყობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ათამდე საწარმო გაიხსნა და საერთო ჯამში, ფონდმა ნახევარ მილიარდზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ლამის წმინდანად გამოაცხადეს განხორციელებული პროექტების გამო, აქაოდა, საქმეს უნარიანად უძღვებაო, მაგრამ…

„ეს ყველაფერი იყო ე.წ. სოციალური პროექტი, ანუ აღნიშნული საწარმოების გახსნა არ იყო გათვლილი მოგებაზე. ის გათვლილი იყო გაჭირვებულ რეგიონებში ადამიანების დასაქმებაზე. მართალია, ეს საწარმოები დღემდე მუშაობენ და პროდუქციასაც უშვებენ, მაგრამ ისინი არარენტაბელურია, ანუ მოგება არ მოაქვს. შედეგად, როგორც კი ამოიწურება ამ საწარმოებში ფონდის მიერ ჩადებული ინვესტიცია, ისინი ან გაჩერდებიან, ან უბრალოდ იმდენი მუშა-ხელის გაშვება მოუწევთ, რომ ხალხის დიდი მასა უკმაყოფილო დარჩება. შედეგად, თანაინვესტირების ფონდი ახლა ცდილობს მოიცილოს საწარმოები და ისინი რომელიმე ბიზნესმენს შეტენოს და თან ძალიან იაფად, თუმცა ბიზნესი ამ გარიგებისგან თავს იკავებს. ისინი უყურებენ, რომ საწარმო 4-5 წლის მანძილზე მოგებაზე ვერ გავიდა და წამგებიან ბიზნესში ფულის ჩადება არავის სურს. აი, თუ ივანიშვილი აიძულებს ვინმეს და ას მილიონიან ქონებას ათ მილიონად შეასაღებს, სხვა საკითხია“, – გვეუბნება ექსპერტი, რომელიც ახლაც „ოცნებაზე“ მუშაობს და რომელიც თანაინვესტირების ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

საინტერესოა, რომ ფონდის მიერ განხორციელებული პროექტებიდან, რამდენიმეს მფლობელი უჩა მამაცაშვილია, ბატონი ბიძინას დეიდაშვილი და ისიც მზად არის, ქონებას მიზერულ ფასად შეელიოს, რადგან არ სურს, საწარმოების გაკოტრება და გაჩერება მის სახელს (შესაბამისად ივანიშვილის სახელსაც) დაუკავშირდეს, მაგრამ ჯერჯერობით მყიდველის ძიება უშედეგოდ მიმდინარეობს.

გაზაფხულიდან ხელისუფლება აუცილებლად გააცოცხლებს წყალტუბოს განახლებისა და თრუსოს ხეობაში ქალაქის მშენებლობის თემას. მმართველ გუნდს ძალიან სჭირდება საარჩევნო წელს ახალი სამუშაო ადგილები და ეს ადგილები ძირითადად ამ ორ ობიექტზე უნდა შეიქმნას. საუბარია, დაახლოებით ათი ათას სამუშაო ადგილზე, რამაც წესით ეკონომიკაც უნდა წამოწიოს და ლარის კურსიც დაიჭიროს, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ეს საკმარისი ვერანაირად ვერ იქნება აუცილებელი გახდება უცხოური ინვესტიცია, რომელიც მინიმუმ ას მილიონ დოლარს მოიცავს.

„თუ უცხოურ ინვესტიციას განახორციელებს რომელიმე ისეთი ფირმა, რომელიც ოფშორში იქნება დარეგისტრირებული, ჩათვალეთ, რომ ფულს ისევ ივანიშვილი დებს, თუ არადა, ეკონომიკა უბრალოდ ჩამოიშლება. ის ვერ გაუძლებს წინასაარჩევნო რყევებს, ლარი გაიქცევა და ეს ხელისუფლებისთვის განაჩენის ტოლფასი გახდება. ყველაზე კარგად, აღნიშნული სწორედ ივანიშვილმა იცის, რადგან უცხოელმა ექსპერტებმა უკვე უთხრეს რა და როგორ მოხდება, თუ საიდანმე მთავრობა უცხოურ ინვესტიციას არ მოიზიდავს. საქართველოში ფულის ჩადება კი სარისკო ბევრი ფაქტორის გარდა, ირანი-ამერიკის არეული ურთიერთობების ფონზეც გახდა. საქართველო რეგიონში ერთადერთია, რომელმაც შეიძლება ამერიკელებს ზღვაზე გასასვლელი მისცეს, რაკეტების განლაგების უფლება დართოს და სრულფასოვნად ჩაერიოს კონფლიქტში. ამიტომ, ამ გადმოსახედიდან, ასი მილიონი კი არა, ათი მილიონის უცხოური ინვესტიციის პერსპექტივასაც ვერ ვხედავ“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

რამდენად მოახერხებს ივანიშვილი ამ ყველაფრის საკუთარ თავზე აღებას, ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს.

ანი დვალიშვილი, ალია 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved