“ცამდე მართალი ყოფილა ესტონეთის პრეზიდენტი, რომ თქვა მინიმუმ 20 წელი დაგჭირდებათ ევროკავშირში გასაწევრიანებლადო”. – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე. ზაალ ანჯაფარიძე შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრობს და აცხადებს, რომ დოკუმენტი სამართლებრივი სიმახინჯეებითაა სავსე, რომლებსაც პრეცედენტი არ ეძებნება არცერთ სახელმწიფოში.
“აღმოჩნდა რომ შარლ მიშელის დოკუმენტი სავსეა სამართლებრივი სიმახინჯეებით, რომლებსაც პრეცედენტი არ ეძებნება არცერთ სახელმწიფოში – იქნება ეს ადგილობრივ არჩევნების შედეგზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიბმა, თუ მთავარი პროკურორის არჩევის წესი, თუ სხვა, რომელსაც ქვეყანა საკუთარი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გაჰყავდა. და მიუხედავად ამისა, დოკუმენტზე იყო თითქმის ყველა საპარლამენტო პარტიის ხელმოწერა.
შემდეგ ერთმა დოკუმენტის ანულირება მოახდინა, ეტყობა მიხვდა რასაც მოაწერა, ხოლო მეორემ, რომელიც 100 დღე არ აწერდა, ეხლა მოაწერა. ამის შემდეგ ვინმე იტყვის, რომ შემდგარი სახელმწიფო ვართ?! ცამდე მართალი ყოფილა ესტონეთის პრეზიდენტი, რომ თქვა მინიმუმ 20 წელი დაგჭირდებათ ევროკავშირში გასაწევრიანებლადო”. – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
კომენტარები