• რეკლამა
  • კონტაქტი
15:41, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამის გამო სურთ საავადმყოფოში მოხვედრა, საწოლფონდი საკმარისია” – დავით გადელია

ალია ავტორი - ალია
17:59 11-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ პრემიერ-მინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისათვის საწოლფონდის ის რაოდენობაა მობილიზებული, რომელიც სრულიად საკმარისია მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

„იყო რიგითი, სამუშაო შეხვედრა. ყოველკვირეულად ვიკრიბებით და ვმსჯელობთ ამ საკითხებზე, თუ რა დავალებები იყო და რა გაკეთდა. ვიმსჯელეთ, რა საწოლფონდი გვჭირდება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. იმდენად დიდია რაოდენობა, რომ ჩვენ შედეგებს იანვრის დასაწყისამდე ვერ ვნახავთ საწოლფონდის ყველაზე კარგი შემაკავებელი არის პროფილაქტიკა. თუ ჩვენ პროფილაქტიკურ მედიცინას არ მივყევით, რასაც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, არ ეყოფა არანაირი საწოლფონდი. ამ დროისათვის საწოლფონდის ის რაოდენობაა მობილიზებული, რომელიც სრულიად საკმარისია, საერთო სტატისტიკიდან გამომდინარე. მთავარია სტაციონარში მოხვდნენ ის ადამიანები, ვისაც ეს ნამდვილად ესაჭიროებათ. მესმის, რომ ადამიანებს შიშის გამო სურთ, რომ მოხვდნენ საავადმყოფოში, მაგრამ ყოველთვის ამის აუცილებლობა არ არის“

თუ მხოლოდ შიშია პრობლემა, ბატონო დავით, “ალია” შეგახსენებთ, რომ პანიკაც სახელმწიფოს სამართავია და ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სპეციალისტი, ზუსტად დაადგენს, რომ პაციენტს პანიკური შეტევა აქვს და მას არ სჭირდება რეანიმაცია, მასთან მყისიერად უნდა განხორციელდეს ფსიქოლოგის ზარი, რომელიც ასევე გადამზადებული იქნება კოვიდკუთხითაც – არა, ბატონო დავით? ხალხმა თავისით უნდა გაარკვიოს, შიშის გამო უჭირს სუნთქვა, თუ ფილტვის პრობლემის გამო? ახლაც კი, ამ წუთებშიც უამრავი ადამიანი წერს, რომ მძიმე პაციენტი ვერ გადაჰყავს სისტემას კლინიკებში, მათ შორის, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, ბატონო დავით!

ისე, არც ის დაგავიწყდეთ, პანიკა ვინ დათესა, წინასააღდგომოდ, გამყრელიძე იძახდა, იცოდეთ არჩევნების მერე, მთლიანობაში 4 000 ინფიცირებული გვეყოლებაო, პაატა იმნაძემ დაუყოლა, აბა, აბა, მაგ შემთხვევაში კუბოებს ვერ დავითვლითო… მთლიანობაში კი არა, ახლა დღეში გყავთ 4 000 პაციენტი და გაიღიმეთ, ყველაფერი კარგადააო, სთხოვთ ხალხს!

თეგები: დავით გადელიაკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved