• რეკლამა
  • კონტაქტი
13:36, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამის გამო გამლანძღა პირდაპირ ეთერში ივანიშვილმა, არადა, ტყუილი ვთქვი? ასე არ არის?“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
23:45 06-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,209

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

 

– ირაკლი კობახიძემ მადლობები უხადა ევროკომისიას, ევროკავშირის გზაზე წინ წავიწიეთო, მადლობას რატომ იხდის?

– რა გითხრა, აბა? ადრე „აღმოსავლური პარტნიორობა“ ერქვა ამ პერპექტივას, ახლა პოტენციური კანდიდატობა ჰქვია. რეალურად, არაფერი შეცვლილა და არც წინ წავწეულვართ ევროკავშირისკენ. ფაქტია, ჩვენი ევროკავშირის კანდიდატობა  გადაიდო და როდემდე, კაცმა არ იცის. ვფიქრობ, ეს უარესი ვითარებაა იმასთან შედარებით, რაც აქამდე გვქონდა, „აღმოსავლურ პარტნიორობას“ ვგულისხმობ. გამოდის,  ტყუილად იხადა მადლობები კობახიძემ.

– პირველ რიგში, რას მოგვცემს ევროკავშირი, თუ ოდესმე გავხდით მისი წევრები?

– ბევრ რაიმეს, ბევრ სიკეთეს, მაგრამ ახლა აქ ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი. ერთს და ძალიან მნიშვნელოვანს ვიტყვი. ევროკავშირს აქვს „გათანაბრების ფონდი“. ღარიბი ქვეყანა რომ ხდება ევროკავშირის წევრი, ამ ფონდიდან მას ათეულობით  მილიარდ ევროს აძლევენ, რომ საშუალო ეკონომიკური და სოციალური პარამეტრებით, გაუთანაბრდეს ევროკავშირის ქვეყნებს. ეს კრედიტი არ არის, საჩუქარია. ცხადია, ამან  ევროკავშირის ახალ  წევრ ქვეყნებში  გამოიწვია პენსიის, სოციალური შემწეობის გაზრდა,  საშუალო ხელფასის გაზრდა… რა ვიცი, უამრავი მატერიალური სიკეთე მოსდევს ამ ფონდის დაფინანსებას. პირველ რიგში, ეს დავკარგეთ და დემოკრატიული რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლო და  ათასი რაღაცა.

– გამოდის, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ საკუთარ კეთილდღეობას შესწირა  ქვეყნის უახლესი მომავალი?

– ეგრე კი გამოდის, მაგრამ მოდი, ნურავის ნურაფერს დავაბრალებთ. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი გაყალბებული არჩევნებით მოვიდა ხელისუფლებაში? არ მისცა ხალხმა ხმა „ქართულ ოცნებას“? მისცა და მოტყუვდა ხალხი. მე არ მიმიცია მაშინ  ხმა, რადგან ვიცოდი, ქვეყანას ხეირს არ დააყრიდა. ივანიშვილმა, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა, თავის პირველსავე  პრესკონფერენციაზე გამლანძღა, სოსო ცინცაძე არაფერი ექსპერტი არ არის, არაფერი არ იცისო. იმიტომ გამლანძღა, რადგან  ვთქვი, არ არის ივანიშვილი პოლიტიკოსი და არც დადგება მისგან პოლიტიკოსი-მეთქი. ეს ჩარჩა გულში და იმიტომ მახსენა ცუდად. ტყუილი ვთქვი? გამოვიდა მისგან პოლიტიკოსი? არა. საერთოდ, თუ საქმე არ გიყვარს, იმ საქმეში წარმატებას ვერ მიაღწევ – ეს დაუწერელი კანონია.  ივანიშვილს კი არ უყვარს პოლიტიკა. მოკლედ, ნურავის ნურაფერს დავაბრალებთ, მთავარი დამნაშვეა ხალხი და მერე სხვები. „ნებისმიერ ხალხს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელსაც ის იმსახურებს“ – ესეც ევროპელი  შარლ დე გოლის სიტყვებია.

თეგები: ბიძინა ივანიშვილისოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved