• რეკლამა
  • კონტაქტი
22:27, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამის გაკეთება, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი გახდეს…“ „სწორედ ეს აგიჟებს პრეზიდენტს…“

ალია ავტორი - ალია
21:52 06-25-2023
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,434

ანი დვალიშვილი

„ქართული ოცნების“ ლიდერშიფს თუ დავუჯერებთ, სალომე ზურაბიშვილი მათი კონტროლიდან გავიდა. ანუ, აქამდე ყველას ეგონა, რომ პრეზიდენტი, ასე თუ ისე, კონტროლს ექვემდებარებოდა და პირდაპირ თუ ირიბ მინიშნებებს იგებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას შეწყალებას მოაწერა ხელი, ყველა მიხვდა, ზურაბიშვილი „ოცნებას“ აღარ ითვალისწინებს და არ აქვს მნიშვნელობა, ივანიშვილი ეტყვის რამეს თუ ირაკლი ღარიბაშვილი, ის მაინც ისე იქცევა, როგორც უნდა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ კარგა ხანია, ღარიბაშვილი ზურაბიშვილის ზარებს აღარ პასუხობს და როგორც გვეუბნებიან, სწორედ ეს აგიჟებს პრეზიდენტს. მარტო ღარიბაშვილი კი არა, პრეზიდენს ტელეფონზე არ პასუხობს შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, კულტურის მინისტრი, სუს-ის დირექტორი… ეს გახლავთ ერთგვარი ბოიკოტი და… სწორედ ამიტომ იყო, პრეზიდენტმა ბირფინგი რომ გამართა და სატელევიზიო ეთერიდან მოუწოდა პრემიერს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩაატარეო, რადგან ვერც თავად და ვერც მისი ადმინისტრაცია, ღარიბაშვილს ვერ დაუკავშირდა.

რა მოიტანა გვარამიას გათავისუფლებამ? პირველი ის, რომ ევროპელებმა ტაში დაგვიკრეს და ყოველგვარი ირიბი მინიშნებების გარეშე თქვეს, ახლა მიშას ჯერიაო. თუ დასავლეთმა არანაირი მინიშნება არ გააკეთა, პრეზიდენტმა იმავე დასავლეთისა და ოპოზიციის წინაშე თითქოს თავი იმართლა, გვარამიამ ყველა სამართლებრივი ინსტანცია ამოწურა და იმიტომ შევიწყალეო. ნიშნავს ეს იმას, რომ ზურაბიშვილი ელოდება, როდის ამოიწურება სამართლებრივი ბერკეტები მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, ვერ გეტყვით და თავის „არა და არასდროს“ ქალბატონი სალომე უკან მარტივად რომ წაიღებს, ადვილი მისახვედრია. თანაც, ის აშკარად კმაყოფილი და ბედნიერი იქნება იმ შექებით, რომელიც გვარამიას შემდეგ დასავლეთისგან დაიმსახურა. ისე, როცა ქალბატონმა სალომემ 24 ივნისს, რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება დააპირა და ბრიფინგი ჩანიშნა… „ოცნებისს“ ლიდერები ერთმანეთს ურეკავდნენ, თემა ხომ არ იცი, რა იქნებაო, რაც იმას ნიშნავს, რომ ზურაბიშვილისგან უკვე ყველაფერს ელოდებიან.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ევგენი პრიგოჟინის ერთდღიანმა ბუნტმა ქართული პოლიტიკის კულუარული ამბები გააშიშვლა. ვიღაც ამტკიცებდა, ახლაა ჩვენი დრო, იარაღი უნდა ავისხათ და ცხინვალსა და სოხუმში შევიდეთო, ვიღაც ამბობდა, რუსეთი ნაწილებად დაიშლება და მარტო აფხაზეთი და სამაჩაბლო რას მიქვია, სოჭიც უნდა დავიბრუნოთო. საუბრობდა ყვველა, ვისაც არ ეზარებოდა და რამდენიმე ექსპერტმა საკუთარ გვერდზე გრძელვადიანი პროგნოზიც დადო იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, როგორ შეიცვლებოდა რუსეთი და მსოფლიო და რა პლუს-მინუსები ერგებოდა ამ ყველაფრიდან საქართველოს, თუმცა დღის ბოლოს პრიგოჟინმა „დაზადნა“ და ცნობილი ექსპერტების სტატუსები ერთი-მეორეს მიყოლებით გაქრა სოციალური სივრციდან.

ქართული ტელევიზიები ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობენ და მხოლოდ იმას გაიძახიან, 12 რეკომენდაციიდან, ქართულმა მხარემ 3 შეასრულა და ამ მიმართულებით, უკრაინა ჩვენზე წინ არისო. არადა, რეალურად, ჩვენ თუ 12 რეკომენდაცია გვაქვს შესასრულებელი სტატუსის მისაღებად, უკრაინას 7 რეკომენდაცია აქვს, რომლიდანაც ევროკომისიის დასკვნით, მხოლოდ 2 შეასრულა, მაგრამ პროცენტულად ეს 2 საქართველოს 3-ზე მეტია. მთავარი მოთხოვნა უკრაინაში კორუფციის აღმოფხვრაა და ამ მიმართულებით უკრაინელები ნაბიჯებს რომ არ დგამენ, ევროკომისიის შეფმა, ურსულა ფონ ლაიენმა პირადად თქვა. მეტიც, იმავე ფონ ლაიენმა განაცხადა, უახლოეს 4 წელიწადში, უკრაინა 50 მილიარდ ევროს მიიღებს, მაგრამ ეს არ იქნება საჩუქარი, ნაწილი კრედიტის სახით, ნაწილი გრანტის სახით იქნებაო. უკრაინა კი 36.5 მილიარდ ევროს ახლავე ითხოვს, რადგან ქვეყანაში პენსიებისა და ხელფასების დარიგების სერიოზული პრობლემა დგას. ევროკომისია კი თანხის გაღებას მანამ არ აპირებს, სანამ კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით, ქვეყანა სერიოზულ ნაბიჯებს არ გადადგამს და თუნდაც იმ ამბავს არ მოიკითხავს სერიოზულ დონეზე, საიდან შეიძინეს უკრაინელმა (მოქმედმა) მაღალჩინოსნებმა ომის დაწყების შემდეგ უძრავი ქონება შვეიცარიისა და ავსტრიის ალპებში.

ქართულ პოლიტიკაზეც ვთქვათ. 26 ივნისს, უმრავლესობა სრული შემადგენლობით, აღმაშენებლის გამზირზე, 127 ნომერში, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრში, კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონცერტს დაესწრება. ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი 86-ვე დეპუტატის ყოფნა აღნიშნულ კონცერტზე, რომეელიც 18.00 საათზე დაიწყება, თუმცა ბოლო დროს, საპარლამენტო უმრავლესობა ერთიანობის დემონსტრირებას ცდილობს. კულუარულად გვეუბნებიან, რომ სახელისუფლებო გუნდი პრეზიდენტისთვის შეწყალების უფლების ჩამორთმევას აპირებს, საამისოდ კი ხმები არ ჰყოფნით და მოლაპარაკებებს რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან აწარმოებენ, ერთობის დემონსტრირებაც სავარაუდოდ ამიტომ სჭირდებათ. თუ პრეზიდენტს შეწყალების უფლებას წაართმევენ, სალომე ზურაბიშვილი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, განიარაღებული დარჩება და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეეძლება, როგორც მთავარსარდალმა, „ხმალი იშიშვლოს“ და ვინმეს ეკვეთოს, რასაც უბრალოდ არ იზამს. სწორედ შეწყალების უფლებაა მთავარი იარაღი ზურაბიშვილის ხელში, რომლის წართმევასაც „ოცნება“ ცდილობს, თორემ სხვა დანარჩენი უკვე გადალახულია – პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღეს, ლამის მოღალატედ გამოაცხადა მთელი მთავრობა და ამაზე მეტს ვერაფერს იზამს. თუ შეწყალების უფლების „ახევა“ არ გამოვა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილს აუცილებლად წაუყენებენ ახალ ბრალს, რომ პროცესი, ყველაზე ცოტა, მოიმდევნო 9 თვის განმავლობაში კიდევ გაიწელოს, რაც ზურაბიშვილს მისი შეწყალების კანონიერ უფლებას მოუსპობს.

და ერთიც, ძალიან საინტერესო რამ. გასულ კვირას, მოლდოვის სასამართლომ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის რეგისტრაცია გააუქმა და მას საქმიანობა აუკრძალა. მანამდე, იგივე მოხდა უკრაინაში და პარტიის გარდა, უკრაინააში ოპოზიციურად განწყობილი 50-მდე მედია-საშუალება, ინტერნეტ-გამოცემა თუ პორტალი გაუქმდა. ჰოდა, ახლა ქართული მხარე კითხულობს, ჩვენ რატომ არ გვაძლევთ უფლებას, ნაციონალური მოძრაობა გავაუქმოთ, როგორც ქვეყნის მტერიო და გვერწმუნეთ, კულუარულად ამ თემაზე სერიოზული მუშაობა მიდის, თუმცა დასავლელი პარტნიორებიდან ჯერჯერობით ერთსაც კი არ უთქვამს, რომ ამის შესაძლებლობა იქნება. მეტიც, ნაცმოს გაუქმებას საერთაშორისო დონეზე „ოცნებას“ არავინ „გაუპრავებს“ და ამის გაკეთება, შესაძლოა, მმართველი გუნდის დასასრულის დასაწყისი გახდეს, თუმცა კიდევ გავიმეორებთ, ამ თემას „ოცნება“ საერთაშორისო დონეზე სერიოზულად ამუშავებს და ცდილობს დასავლელ პარტნიორებში წონიანი ლობისტი მონახოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved