ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მგონია, რომ რადგან ხელისუფლებამ გადაწყვიტა “ჩასაფრებიდან” მოქმედება, ახლა არის დრო ოპოზიციამ ინიციატივა თავის ხელში აიღოს და თვითონ შექმნას ამ ტაქტიკური ბრძოლის დღის წესრიგი.
ამის გაკეთება შესაძლებელია შემდეგნაირად:
გამოაცხადონ, რომ არ დატოვებენ პარლამენტის შენობას, სანამ კენჭისყრა არ შედგება რამდენი დღეც არ უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი.
პარალელურად პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოებამ მოაწყოს პერმანენტული აქცია იგივე მოთხოვნით.
ხელისუფლებას უნდა გავაგებინოთ – არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!“
კომენტარები