• რეკლამა
  • კონტაქტი
19:14, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

ალია ავტორი - ალია
17:38 03-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

ლევან ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,მშვიდობა მეგობრებო!
ძალიან ვარ დათრგუნულ-დაბნეული.
გთხოვთ სანამ ბოლომდე არ ჩაიკითხავთ ამ წერილს, პასუხი არ დაწეროთ ცხელ გულზე.
ბოდიშის მოხდით მოგმართავთ ყველა ეროვნულ მებრძოლ-ტანჯულ-შეწირულ ზვიადელ-ზვიადაურს, რომელთაც პუტჩის შემდგომ ჯვარცმა-სიკვდილ-დაფვლის გზა გამოიარეთ ჩვენს ზვიად ღვთისკაცთან ერთად. ნამდვილად თქვენ ხართ აპოსტაზური დევნილი ქრისტეანები, რამეთუ ქრისტეს წარმოგზავნილს და ღვთისმშობლის ნათლულს უდექით გვერდით და ეხლაც მისი იდეის ერთგულნი ბრძანდებით. თუმცა დროებით გაყოფილნი ხართ, რადგან “დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან მისი ცხვრებიო” უფალმა ბრძანა.
ვინც მიცნობთ, ყველამ იცით როგორი მამხილებელი და მლანძღველი ვიყავი საერო-სასულიერო პუტჩისტებისა და მათი ხელმძღვანელი შევარდნაძის და პატრიარქისა. 1994 წლიდან დიდი ლომისას ნებით მამა ბასილ მკალავიშვილი ავირჩიე მოძღვრად და დღემდე ხმალი არ ჩამიგია…
დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ საქართველოს ხსნის გასაღები მხილება-დასჯა-სინანულ-მიტევება-ერთიანობაშია!
“უსინანულობა და მიუტეველობა ერთნაირად ანგრევს ადამიანს და ამდენად ქვეყანასაც!”. “მონანიება სამგვარია: ადამიანის წინაშე ჩადენილს მასვე უბოდიშებენ, რწმენის დანაშაულს სასულიერო მოძღვარს აბარებენ, ერის წინაშე ჩადენილს კი საჯარო სინანული სჭირია!” მე შემსწრე ვარ, როგორ მოინანიეს ზოგიერთმა გაბრიყვებულმა “უძღებმა შვილებმა”. ქ-ნ მანანა არჩვაძესთან: ჯაბა იოსელიანმა, ნოდარ ნათაძემ, ჯანსუღ ჩარკვიანმა. კოკოსთან ოფისში ვერაზე ოთარ მეღვინეთუხუცესმა…
ახლა მინდა პატრიარქის სინანულზე მოგიყვეთ, რადგან გულსული არ მისვენებს, ნამდვილად უნდოდა საჯაროდ სინანული, მაგრამ “ბოროტებათა შორის უბოროტესმა იმპერიულმა სისტემამ”, რომლის ცენტრიც საქართველოსა და რუსმონღოლეთშია, არ მისცა მას სამწუხაროდ ამის საშუალება.
ჩვენი პირველი მოკლე შეხვედრა 2007 წელს მოხდა. ორმა ქალბატონმა შემახვედრა და პატრიარქმა ირანის ჩრდილოეთით მცხოვრები გურჯიმაჰალეში ჩასვლა და იქაური გორგების ჩამოყვანა მთხოვა. თხოვნა შევუსრულე და 50-მდე კაცი ჩამოვუყვანე. ამის შემდეგ ამ ამბით აღფრთოვანებულმა პერსონალურად დამპატიჟა 2008 წლის სექტემბერში და საუბარი 2 საათზე მეტხანს გაგვიგრძელდა. ამ შეხვედრას მისი მდივანი ქ-ნი შორენა და მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი ესწრებოდნენ.
საუბარში ჩემი მოძღვრის ვინაობა მკითხა. ჩემი მოძღვარი ზვიადია მეთქი, სიამაყით ვუპასუხე. ცოტა არ იყოს შეცბა, მიხვდა რა პოზიციისაც ვიყავი. მართალი კაცი იქნებიო და ხელი ჩამომართვა. ეგ ეროვნული მოძღვარი იყო და სასულიერო ვინ გყავსო? მამა ბასილი რომ ვუთხარი, თვალები გაუბრწყინდა და…”მაშინ ორმაგად მართალი და მაგარი კაცი იქნებიო.”
ამ საუბრის რამდენიმე ამონარიდს გაგაცნობთ და დასკვნები თქვენთვის მომინდვია…
ხან მწარეს ვეტყოდი, ხან ვეფერებოდი, ასეთია ჩემი სტილი. საუბარში შორენა შენიშვნებს მაძლევდა: რეებს ეუბნები ბიჭოო… პატრიარქი ღიმილით აჩერებდა “შეეშვი, ილაპარაკოს, ძლივს ერთი კაცი ვნახე ვინც პირში მეუბნება სიმართლეს და არ მემლიქვნელებაო”. საუბარში ხან ვაწყეინე, ხან ვამხიარულე. ბოლოს კი საუკეთესო სულიერი მეგობრები გავხდით უფლის და ღვთისმშობლის ძალამადლით…
“გაგონილი მაქვს, რომ სამაჩაბლოში ზვიადს ძალიან აფასებენ და ერთგულებენ, რა არის უპირველესი მიზეზიო?” ვუპასუხე, რომ ჩვენს ხეობაში კომუნისტების დროიდან რწმენაში იყო ხალხი, ყველა ტრადიციულ რიტუალს და დღესასწაულს აღვნიშნავთ, მრავალი ანგელოზთა სასწაულებრივი ნათელი გამოცხადებები ხდებოდა და ხდება ახლაც, რამდენიმე ადამიანი მქადაგებლადაც დაეცა, ნათელხილვის უნარიც მიეცათ და მათი მეოხებით ნაფუძარზე ეკლესიებიც აღვადგინედ, თუმცა კი მღვდელი დღესაც არ გვყავს მეთქი. ეკლესიაში შესვლისას ქადაგებას იწყებდნენ და ზვიადზე ერთხმად ამბობდნენ: “გარჩევის ჟამისთვის ისაა მოვლენილი, ქრისტეს წარმოგზავნილი და ღვთისმშობლის ნათლულიო!” ….
ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…
კარგახანს ერთმანეთს უხმოდ ვუმზერდით აცრემლებულები, იქ იყვნენ შორენაც, ალექსიც.
შემდეგ საუბარი გავაგრძელეთ. საუბრისას ხშირად მამეორებინებდა: “როგორ იძახდნენ თქვენი ქადაგები ზვიადზე?” მეც ვპასუხობდი: “ქრისტეს წარმოგზავნილი და ღვთისმშობლის ნათლული!” ის ისევ დუმდებოდა აცრემლებული ერთი-ორი წუთი…
ასე დაახლოებით ათჯერ მკითხა…
საუბარი დავამთავრეთ…
დამშვიდობებისას მთხოვა: ხვალ შეძლებ მოსვლას, ძალიან მიჭირს, დამძიმებული ვარ და მინდა აღსარება ჩაგაბაროვო. მეგონა გამეხუმრა და ვუპასუხე, რომელი მღვდელი მე მნახეთ მეთქი. მე ადამიანურ აღსარებაზე გეუბნები და არა სულიერ ეკლესიურზეო. დავიბენი, არ ვიცოდი რა მეპასუხა, თან ისეთი საწყალი თვალებით მიყურებდა. “შენ, ლომისელო სამაჩაბლოელო, ზვიადის და მამა ბასილის პატივისმცემელი კაცი ხარ, პირიანი, უღალატო და ვიცი ჩემს საიდუმლოებებში არ გამთქვამო.” ვერ გადამეწყვიტა, რა მეპასუხა. როცა შორენამაც მთხოვა, უარს ნუ ეტყვიო, დავთანხმდი.
მაშინვე გლდანში წავედი მოძღვართან, ციხიდან ახლად გათავისუფლებულ მამა ბასილთან და ყოველივე ვუთხარი. მამაომ შეიცხადა: “ეს რა უთქვია, მძიმე დავალებაა, რადგან შეპირდი მიდი, მოუსმინე, მაგრამ ეცადე გულთან ძალიან არ მიიტანოო”.
მეორე დილით 12 საათზე მივედი საპატრიარქოში. ოთახში მარტო დავრჩით. პატარაობიდან დიდობამდე დაწყებული ყველაფერი მომიყვა. საცოდაობით გულსული დამეწვა. ზვიადზეც ბევრი მესაუბრა უდიდესი სინანულით…ზერელედ ვერ მოვისმინე…
უჰ, როგორ დავისვენეო და…მაშინვე დავმძიმდი. ასე მეგონა 50 კილოანი ტომარა დამაწვა ზურგზე.
ბოლოს ვუთხარი: “დიდ სიყვარულს დიდი სიძულვილი მოსდევს და პირიქით, დიდ სიძულვილს დიდი სიყვარული მეთქი!”
დღეიდან მიყვარხარ უწმინდესო მეთქი…
დამლოცა და ჩავეხუტეთ…
P.S. მივუტევოთ და დავლოცოთ ჩვენებო ეს სალოსი ქართველი ღვთისკაცი…
აქამდე ჩაკეტილი ჰყავდათ, ეხლა განთავისუფლდა და საქართველოს აღდგომა-ამაღლებაც დაიწყება…
ზეციური საქართველოდან ილოცებენ ჩვენთვის გმირები…
შევრიგდეთ კოლხიბერნო!!!“

თეგები: ლევან ხაჭაპურიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved