• რეკლამა
  • კონტაქტი
08:27, ორშაბათი, 28 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რის გაკეთებას სთხოვდნენ სამხედროს? – ამირან მეფარიშვილის ცოლის სკანდალური ინტერვიუ

ალია ავტორი - ალია
21:05 05-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,313

დევნა, მუქარა, ფიზიკური ძალადობა, საოკუპაციო ძალის სასარგებლოდ ცრუ ჩვენების მოთხოვნა, ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ცხოვრება, პარტნიორების მიერ, პრორუსულად შეფასებული ე.წ. ხელისუფლების  მხრიდან საქართველოს ინტერესების უგულებელყოფა და ომის დამნაშავედ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამოცხადების მცდელობა –  რეალობაა და სამწუხაროდ, ამას ქართული გვარ-სახელებით სჩადიან. მეტიც – ზოგიერთი საქართველოს პრემიერად, თავდაცვის მინისტრად, პრეზიდენტად და/ან პარლამენტარად იწოდება.

ხალხი არაერთი დღეა ქუჩაშია, აპროტესტებს რუსულ რეჟიმს ჩვენს სამშობლოში, თუმცა  რეჟიმი უფრო და უფრო აძლიერებს რეპრესიებს, რაც აქტივისტებში ზრდის ლოგიკურ ეჭვს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებისთვის უპირატესი პუტინის ინტერესებია.

ამჯერად „ალია“ მოგითხრობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავგანწირულ სამხედრო პირის ოჯახზე, რომელიც რუსულ ტყვიებს ჯერ საქართველოში, ტერორისტების ნაღმებს კი ავღანეთში გადაურჩა. ქართულ საზოგადოებას ახსოვს ამირან მეფარიშვილი, რომელმაც უკომპრომისო ბრძოლა აჩვენს 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, საქართველოში შემოჭრილ რუსულ ჯართან..
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ კრემლს აქვს საქართველოს სამხედრო პირების პირადი მონაცემები და რუსები ჩვენს საამაყო მებრძოლებზე ნადირობენ, კიდევ უფრო სახიფათოა უშუალოდ მეფარიშვილის მდგომარეობა თუ ის ოკუპანტებს ხელში ჩაუვარდებათ. სამწუხაროა, რომ გამოცდილი სამხედრო ახლა საქართველოში აღარ იმყოფება და თავის ცოდნას, გამოცდილებას ვერ ახმარს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. სამწუხაროა, მაგრამ ლოგიკური…

როგორც ამირან მეფარიშვილის მეუღლე ამბობს, ვინც ვერ მოასწრო საქართველოს დატოვება რუსულმა რეჟიმმა ცრუ ბრალდებებით ქართულ ციხეში გამოამწყვდია, მაგალითად რომა შამათავა, კობა თოდუა და ა.შ. ვინც საქართველო დატოვა, უსაფრთხოდაა  ქართული სახელმწიფოს მეგობარ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენი მებრძოლების სიცოცხლეს გვინარჩუნებენ, მაგალითად ირაკლი კოდუა, გიგი კალანდაძე და სხვა.
ლიანა ვაშაკიძე საუბრობს ქმრის დევნაზე, მის შესაძლო ლიკვიდაციაზე და აცხადებს, რომ თუ ქართული საზოგადოების მცდელობა ქუჩის უწყვეტი აქციებით გავათავისუფლოთ საქართველო რუსული რეჟიმისგან შედეგს ვერ გამოიტანს, მის ოჯახსაც მოუწევს სამშობლოს დატოვება და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ მისმა მეუღლემ რუსეთის სრული ანექსია-ოკუპაციისგან დაიცვა ქვეყანა ისევე, როგორც სხვა მებრძოლებმა. ის ახლა საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ქუჩაში იცავს. ამბობს, რომ რეჟიმი უფრო და უფრო ცინიკური ხდება. უკვე თვალის ასახვევადაც კი არ ცდილობს გამოძიებას ამირანის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. უგულვებელყვეს არასამთავრობო ორგანიზაციის შუამდგმლობაც, აღკვეთილიყო სამხედრო პირების დევნა მაინც.

„საშინელ მდგომარეობაში ვართ. ალბათ, გახსოვთ, რომ ინტერვიუ ადრეც მთხოვეთ, მაგრამ შიშის გამო ვერ დაგთანხმდით და შეგპირდით, რომ თუ ამ თემაზე დუმილს დავარღვევდი, თქვენ ჩამწერდით და ეს დროც დადგა. ვისჯებით და ვიდევნებით წლების განმავლობაში, ჩემი ქმარი სამხედრო რომაა, ჩვენს ქვეყანას რომ შესწირა ჯანმრთელობა, ცოდნა, დრო, გამოცდილება, ჩვენი თავისუფლებისთვის რომ იომა, ამიტომ ვართ რეჟიმისთვის მიუღებლები და მართლაც კრიმინალები თავისუფლად დაძრწიან საქართველოში. მადლობა უფალს, რომ ამირანმა რუსებს საქართველოდან გაასწრო და წავიდა. მისი უსაფრთხოების გამო ქვეყანას ვერ დავასახელებ, სადაც იმყოფება. ბაჩიაშვილის დუბაიდან გატაცების შემდეგ, უფრო მეშინია. თანაც ჩვენი რაიონის ადგილობირივი ხელისუფალი მოვიდა და მითხრა, რომ ამირანი ქვეყანაში თუ დაბრუნდება და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ჩვენთვის სასარგებლო ჩვენებას მისცემს, თუ იტყვის, რომ მთავარსარდალ საააკაშვილის მითითებით ცხინვალი იბომბებოდა და ქართული მოსახლეობის ევაკუაცია არ მოახდინა, რათა ხალხი დახოცილიყო, თავდაცვის სამინისტროში აღვადგენთ, დავაწინაურებთ და მშვიდად იცხოვრებთო. ამირანი სამხედროა და ის მაღალ მატერიებსა და ღირებულებებზე ჩამოყალიბდა. როგორ შეუძლია მას ან სხვა წესიერ მებრძოლს, ჩვენება მართალი ადამიანის, სამშობლოს საწინააღმდეგოდ მისცეს და ის მტირს მხარეს გადავიდეს?! თანაც რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, როცა ქართულმა სახელმწიფომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის ფედერაციას უკვე მოუგო?! ე.ი. სააკაშვილისთვის კიდევ უფრო მეტი წლებით დასჯა და პატიმრობაში სამუდამოდ დატოვება განიზრახა რეჟიმმა და ეს ჩემი ქმრის და მისნაირი გულანეთებული ქართველებით უნდა მოხდეს?! მისგან პირდაპირ მოითხოვენ ცრუ ჩვენებას.
ძალიან ვმწარდები ყველაფერზე. როცა ამირანი სცემეს, დანა უტრიალეს და უთხრეს, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ ნაბრძოლია და გაამწარებდბენ, სამხედრო პოლიციას არ მიმართა, რადგან ესეც თავდაცმის სამინისტროს ქვეუწყებაა და თავიანთ თავებს ხომ არ დაისჯიდნენ? გარდა ამისა, ამირანი იძულებული იყო სამშობლო უჩუმრად დაეტოვებინა, რადგან მე, მისი მშობლები და ჩვენი პატარა შვილები რისკის ქვეშ აღმოვჩნდებოდით… ამირანი საქართველოდან რომ გაემგზავრა, მეორე დღესვე არასამთავრობო ორგანიზაციებს მივმართე, მაგრამ არც მათ დაუგდეს ყური და საერთოდ არ დაინტერესებულა არავინ, ფორმალურად მაინც საქმე აღეძრათ. ჩემი ასაკოვანი მამამთილისთვის კი იმდენად დიდი დარტყმა აღმოჩნდა, რომ მისი საამაყო მებრძოლი შვილი კრიმინალის მსგვასად იდევნებოდა ე.წ. ხელისუფლების მიერ, გულმა უმტყუნა და შეტევებს ვეღარ დაუძლო, სარქველების იმპლანტის ჩადგმა მოგვიწია რომ გადაგვერჩინა. მე ჩემი ქმრის, სხვა პატრიოტების ევროპულ მომავალს თბილისში საპტროტესტო აქციებზე ვიცავ. თუ „ქართული ოცნება“ არ წავიდა და ეროვნული მთავრობა არ მოვიდა, წარმოიდგინეთ რამდენს მოგვიწევს საქართველოს დატოვება?!

არადა, იყო დრო, როცა უკომპრომისო ბრძოლისთვის, თავგანწირვისთვის, ქართული სახელმწიფოს ტერიტორიების დაცვისთვის ჩემს ქმარს აჯილდოებდნენ და ამით მისი ოჯახი, მთელი ქვეყანა, სანათესაო, სამეგობრო წრე ვამაყობდით. მინდა დავიცვა ჩემი შვილები, რომლებსაც ვერ ვუხსნი, რატომ წავიდა მამა სხვა ქვეყანაში. სხვა ქვეყანა რატომ იცავს მის სიცოცხლეს და რატომ არის ის განწირული ჩვენი ხელისუფლების მხრიდან კრემლის საამებლად მამა, რომელსაც უპირობოდ უყვარს საქართველო და თავისუფლება… ახლა, ამ თემაზე ჩემი საუბრის ერთადერთი მოტივი ისაა, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს თუ მოუწყობენ პროვოკაციას ან რაიმე დაემართება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ამირანის გამო მოხდება, რომელიც ცრუ ჩვენებას არამც და არამც არ მისცემს საქართველოს ინტერესბის გამო. სხვა გზა ხელისუფლებამ არ დამიტოვა,

დავიწყე საუბარი, რადგან შეცვლილ მისამართზეც მომადგნენ, რადგან სხვა რაიონში წასულიც კი თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ, მინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ამირანი მათი თავისუფლებისთვის იბრძოდა და არც ახლა უღალატებს ხალხს და სახელმწიფოს, ჩემი ქმარი არ იყიდება და არ იჯაშუშებს,“ – ამბობს ლიანა ვაშაკიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ამირან მეფარიშვილის საქმეზე გამოძიება არცერთ კომპეტენტურ ორგანოს არ დაუწყია.
შშს-ში, თავდაცვის სამინისტროში კი კომენტარი არ გააკეთეს.

„ალია“ მადლობას უხდის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ თითოეულ გმირს, მათ შორის – ამირან მეფარიშვილს.

თეგები: ამირან მეფარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა:  სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა: სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით

16:10 07-25-2025
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:14 07-25-2025
Cashback-ის ყველაზე ცხელი აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის ყველაზე ცხელი აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის

14:57 07-24-2025
AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა
ახალი ამბები

AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა

14:15 07-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved