• რეკლამა
  • კონტაქტი
12:17, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე – საქართველოში „პლაქვენილით“ ნამკურნალებ არც ერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა

ალია ავტორი - ალია
16:05 05-30-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

საქართველოში „პლაქვენილით“ ნამკურნალებ არც ერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, საქართველოში „კოვიდ-19“-ის მკურნალობის მიზნით „პლაქვენილის“ გამოყენება დროებით შეჩერდა.

გამყრელიძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ არც ერთ წამალს არ აქვს პირდაპირ კორონავირუსულ ინფექციაზე პირდაპირი ზემოქმედების უნარი და სიმპტომების მიხედვით ხდება მკურნალობის დანიშვნა.

​„პლაქვენილის“ შეჩერება მოხდა გაიდლაინებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, რადგან დაიდო რამდენიმე კვლევა, მათ შორის ერთ-ერთი, ბოლო რომელიც გამოქვეყნდა „ლანცეტში“. მაგრამ, ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოში „პლაქვენილით“ ნამკურნალებ არც ერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა და „პლაქვენილი“ დღესაც კიდევ გამოიყენება მრავალი ქვეყნის სხვადასხვა გაიდლაინებში.

გარდა ამისა, ხაზს ვუსვამ, „პლაქვენილი“ არის კარგად შესწავლილი პრეპარატი, ეს არ არის ახალი პრეპარატი. უბრალოდ, „კოვიდის“ დროს იქნა გამოყენებული დაკვირვებისა და ანალიზის შემდეგ. არის კვლევები, სადაც პირიქით, მისი უპირტესბოა არის ნაჩვენები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დროებით შეაჩერა მისი სოლიდარობის დიდ კვლევაში „პლაქვენილის“ ჩართვა, როგორც ერთ-ერთი იმ ოთხ მედიკამენტთან ერთად შესაძლო გამოყენების, ასე ვთქვათ, ეფექტურობის შესასწავლად.

დაველოდოთ სხვა ბევრ კვლევას. ამ ეტაპზე, საქართველოში შეჩერდა მისი დანიშვნა, მაგრამ იცით, არც ერთ წამალს არ აქვს პირდაპირ კორონავირუსულ ინფექციაზე პირდაპირი ზემოქმედების უნარი. ამიტომ, ამ დაავადების მკურნალობა არის, იყო და რჩება დღეს მხოლოდ სიმპტომური და სინდრომული. წინა პლანზე რა არის – ტემპერატურის დაწევის საშუალებები, ყველაზე მთავარი ჟანგბადის მიწოდება, ასევე რიგი კვლევები, რომელიც ჩვენთან გამოიყენეს სხვადსხვა მონოკლონური ანტისხეულები, გამოჯანმრთელებულთა პლაზმის გადასხმა თუ სხვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved