• რეკლამა
  • კონტაქტი
21:29, ორშაბათი, 9 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე „ოცნებას“ მიმართავს – „ჩემი სოლიდარობა გოგი ჩახუნაშვილს! გთხოვთ, თავი შეიკავოთ მეტი ესკალაციისგან“

ალია ავტორი - ალია
12:21 10-10-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,553

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაკავებულ ექიმ გოგი ჩახუნაშვილს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მედიკოსი “ქართულ ოცნებასაც” მიმართავს და ამბობს, რომ მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა დაუშვებელია და გადაწყვეტილებებს მიმღებთ უკან დახევა მართებთ, რათა მეტი ესკალაცია არ გამოიწვიონ და ქვეყანა ჩიხში საბოლოოდ არ შეიყვანონ.

ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა გოგი ჩახუნაშვილს და მის ოჯახს. გოგი ჩახუნაშვილი და ჩახუნაშვილების დინასტია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების გამორჩეული წევრია. მის მამასთან, ბატონ სევერიანთან წლები ერთობლივი მუშაობისა მაკავშირებს რესპუბლიკურ სავადმყოფოში. მან და მისმა მეუღლემ ორი ძალიან კარგი, გამორჩეული ექიმი აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, კოტე და გოგი, რომლებიც ათეული წლებია ღირსეულად და უანგაროდ ემსახურებიან საქართველოს მოსახლეობას. ასევე მათი შვილები კარგი ექიმები და მეცნიერები არიან, რომლებიც ასახელებენ თავიანთ ოჯახს ქვეყანაში და ქვეყანას მის გარეთ. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გაეკეთებინა გოგის ისეთი, რომ ასეთი ფორმით, რაც გუშინ ვიხილეთ, მომხდარიყო მისი დაკავება. დარწმუნებული ვარ, სამართალი თავის გზას იპოვის!

არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მეტ ჩიხში შეიყვანს ქვეყანას. გამოსავალი მხოლოდ ერთია, თუ გვინდა სწორი გზით წავიდეთ, ურთიერთდათმობა, კონსენსუსი და შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ ნაბიჯს ყოველთვის უფრო ძლიერი დგავს და ასეთი დღეს სახელმწიფოა. ვიმეორებ, რაც ბევრჯერ მითქვამს – უკან დახევა არ არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, პირიქით, ხშირად ის მეტი სიბრძნის და სტრატეგიული ხედვის საწინდარია. ამიტომ, გთხოვთ, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებებს, თავი შევიკავოთ სიტუაციის მეტი ესკალაციისგან და ერთად მოვნახოთ ამ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს, – წერს გამყრელიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავეს. ის სამართალდამცველებმა საკუთარი სახლიდან გამოიყვანეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved