• რეკლამა
  • კონტაქტი
20:57, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე – ნოემბერში გადავიარეთ მეხუთე ტალღის პიკი, ახლა რესპირატორული ვირუსები აქტიურდება და თავისუფლად შეიძლება, ისევ გვქონდეს ზრდის ტენდენცია, თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს

ალია ავტორი - ალია
13:34 12-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ნოემბერში გადავიარეთ მეხუთე ტალღის პიკური პერიოდი, ახლა რესპირატორული ვირუსები აქტიურდება და თავისუფლად შეიძლება, ისევ გვქონდეს ზრდის ტენდენცია, თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით კლებულობს.

„გიდასტურებთ, რომ ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით კლებულობს. ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა მერყეობს 3 500-4 500 შორის, აღარ არის 5 000-6 000 და ა.შ. ასევე, უკვე სტაბილურად რვა პროცენტს ჩამოცდა ბოლო ორი კვირაა დადებითობის მაჩვენებელი. მნიშვენელოვანია, რომ ეს ტენდენცია მყარად გრძელდება ბოლო დღეებია, მაგრამ ნიშნული მაინც მაღალია. ნახტომისებური, რადიკალური შემცირება არ გვაქვს, გვაქვს ნელი ტემპით, მაგრამ შემცირება და სტაბილიზაციისკენ სვლა არის მაღალ ნიშნულზე. ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგანაც 3 500 ახალი შემთხვევა ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ძალიან მაღალია. თუ რას უკავშირდება ეს – თანდათან, მაინც აცრების მაჩვენებელი იზრდება, თვითონ ვირუსს აქვს გარკვეული ციკლური მიმდინარეობა, ყველა შტამს; ჯერჯერობით ახალი შტამი „ომიკრონი“ საქართველოში არ გამოჩენილა და ყველა ეს ფაქტორი ერთობლიობაში ხელს უწყობს იმას, რომ ნელი სტაბილიზაციისკენ სვლა გახლავთ; მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი, რადგანაც ციფრები მაინც მაღალია. ჩვენ ნოემბერში გადავიარეთ მეხუთე ტალღის პიკური პერიოდი. ახლა ზამთრის პერიოდია, რესპირატორული ვირუსები აქტიურდება და თავისუფლად შეიძლება, რომ ისევ გვქონდეს ზრდის ტენდენცია, თუ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რაზეც ვსაუბრობთ და სამწუხაროდ, არ ვიცავთ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ისევ დაბალია ქვეყანაში, კვლავ ინიშნება დიდი შეკრებები სხვადასხვა მიზეზით, აცრების მაჩვენებელი მომატებულია დეკემბერში, 10 დან 11 000-მდეა ყოველდღიური, მაგრამ ეს არასაკმარისია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.​

გამყრელიძის თქმით,​ სიკვდიალიანობა არ შემცირდება, ვიდრე ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა არ ჩამოვა 1 000-ს ქვემოთ.

„ახალი წელი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. ყველას ვუსურვებ პანდმიის დასრულებას 2022 წელს, მაგრამ მაინც ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული გვქონდეს ეს დღესასწაული, თავი ავარიდოთ ძალიან დიდი შეკრებებს, ყველგან ვიყოთ პირბადით – იქნება დახურული თუ გარე სივრცე, ყველა შეკრება იქნება თუ ბავშვებისთვის კონცერტი, ადამიანები იყვნენ აცრილი, დაუშვან მხოლოდ მწვანე პასპორტებით და დავიცვათ რეგულაციები“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე უპასუხა შეკითხვას, ხომ არ იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო მომდევნო სხდომაზე კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე პასპორტების საკითხთან დაკავშირებით.

„ვერ გეტყვით, ეგ დამოკიდებულია საბჭოს დღის წესრიგზე. ჯერჯერობით, როგორც ვიცი, ეს საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება სწრაფი ტესტების გაკეთებას, გახდება თუ არა ის ფასიანი გარკვეული ჯგუფებისთვის, წარდგენილია ჩვენი წინადადებები სამინისტროში. არსებობს მთავრობის 975-ე დადგენილება, რომელიც არეგულირებს „პისიარ“ და სწრაფი ტესტების ვალდებულებას სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების მიმართ და ეს ჩვენი წინადადებების ახალი პაკეტი წარდგენილია, თუ ამ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით, რომელ ჯგუფებში უნდა დარჩეს ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე და ვისთვის საკუთარი ხარჯით, თუ ისინი აცრილი არ არიან. იმ პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, ვისაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ, მათთვის ფასიანი არ გახდება სწრაფი ტესტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved