• რეკლამა
  • კონტაქტი
12:00, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე: ნოემბრის შუა რიცხვები იქნება საკმაოდ მძიმე, ჩვენ გავალთ პიკზე

ალია ავტორი - ალია
15:17 11-07-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ნოემბრის შუა რიცხვები იქნება საკმაოდ მძიმე, ჩვენ გავალთ პიკზე. რამდენი ხანი ვიქნებით პიკის პლატოზე, ამის პროგნოზირება რთულია, ვინაიდან ნოემბრის მეორე ნახევარში ახალი რესპირაციული ვირუსებიც გამოჩნდება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„პანდემია ჯერჯერობით ფართოვდება და არ იხევს უკან. ნოემბრის შუა რიცხვები იქნება საკმაოდ მძიმე, ჩვენ გავალთ პიკზე. რამდენი ხანი ვიქნებით პიკის პლატოზე, ამის პროგნოზირება რთულია, ვინაიდან ნოემბრის მეორე ნახევარში ახალი რესპირაციული ვირუსებიც გამოჩნდება. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, აქტიურად გაიკეთონ გრიპის საწინააღმდეგო აცრები. გუშინ გავრცელდა საინტერესო სტატია Scientific American-ში, რომელსაც მრავალმხრივი დისკუსია მოყვა. საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია, გრიპის საწინააღმდეგოდ აცრილებში კორონავირუსი ნაკლებად ვითარდებოდა. თუმცა ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს შეიძლება იყოს არა აზრის, არამედ პრევენციული ზომების დამსახურება. ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწოდებთ, დავიცვათ რეკომენდაციები – პირბადე, დისტანცია, დიდი შეკრებებისგან თავის არიდება, ხელების ხშირი დაბანა და რაც შეიძლება დიდხანს ღია სივრცეში ყოფნა. ეს დაგვიცავს როგორც გრიპისგან, ასევე კორონავირუსისგან. წინ რესპირაციული ვირუსების სეზონია, ამიტომ დავიცვათ ეს მარტივი, მაგრამ აუცილებელი რეკომენდაციები. შეზღუდვების დაწესების პროცესი გაგრძელდება, სიტუაციის მიხედვით წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება გამორიცხული არაა. უნდა გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და ამ წერტილოვანი შეზღუდვების საშუალებით შექმნილი სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგით გამოვიდეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved