თანდათან იზრდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე გვქონდა თებერვალში, კიდევ უკეთესი – ვიდრე იანვარში, მაგრამ ბოლო ორი კვირა გამოჩნდა ნიშნები და ტენდენცია სიტუაციის გაუარესებისა. 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა ბოლოს თებერვლის პირველ კვირაში გვქონდა. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან საყურადღებოა. ასევე, ქვეყანაში იზრდება აქტიურ შემთხვევათა რიცხვი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები