• რეკლამა
  • კონტაქტი
02:56, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე – დღეს თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმი და მისი ტელეფონი

ალია ავტორი - ალია
12:58 10-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

მინდა, მოსახლეობას ასეთი სლოგანით მოვუწოდო: „დღეს თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმი და მისი ტელეფონი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ადამიანს სიმპტომები ეწყება, იმის ნაცვლად, რომ ეძებოს, სად ჩაიტაროს ტესტი, უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს და მისი რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედოს.

„ჩვენი მიზანია, დაახლოებით 14 000 აქტიური შემთხვევიდან სტაციონარულ მკურნალობაზე იყოს ინფიცირებულთა 15-დან 25 პროცენტამდე, ხოლო დანარჩენები უნდა იმართონ ბინაზე ან „კოვიდ“-სასტუმროებში, ვინაიდან შემთხვევების დიდი ნაწილი არის უსიმპტომო ან მსუბუქად მიმდინარე. ამიტომაც მინდა მოსახლეობას ასეთი სლოგანით მოვუწოდო: „დღეს თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვინ არის თავისი ოჯახის ექიმი და მისი ტელეფონი“. როდესაც იწყება სიმპტომები, არ არის საჭირო ვეძიოთ, სად ჩავიტაროთ ტესტი, სად წავიდეთ, როგორ წავიდეთ. სწრაფად უნდა დავურეკოთ ოჯახის ექიმს და ვიმოქმედოთ მისი დარიგების მიხედვით. შეიძლება მეორე გზაც – დარეკვა 112-ზე, რომელიც გადაგამისამართებთ ოჯახის ექიმთან და იგივე გზა აეწყობა.

იმის გამო, რომ დღევანდელ პირობებში ამ დაავადების მართვის მთავარი დატვირთვა გადადის პირველადი ჯანდაცვის სექტორზე, თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი.

მეორე სლოგანია, რომ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, გარდა დახურული სივრცეებისა, პირბადის ტარება აუცილებელია ღია სივრცეებშიც, ვინაიდან ინფექცია ამ სამ რეგიონში ინტენსიურად ცირკულირებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved