• რეკლამა
  • კონტაქტი
06:49, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამინდის პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
11:18 02-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

სინოპტიკოსები 6 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +14 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ, დღისით სინოპტიკოსები +13 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე წვიმაა ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაძლოა ხანმოკლე წვიმაც, ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 იქნება. სოხუმშიც ნალექს ვარაუდობენ, ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოთოვს. დღისით ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექია მოსალოდნელი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაშიც იწვიმებს, +8 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც ხანმოკლე წვიმა, +7 გრადუსი და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში მოსალოდნელია თოვა და +7 გრადუსი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოთოვს, -1 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მოთოვს, დღისით +0 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ასევე მოთოვს ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით -3 გრადუსი იქნება, ღამე კი -5 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ცვალებადი მოღრუბლულობაა, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მცირე ნალექია, დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

რუსთავში ძლიერ ქარსა და უმეტესად უნალექო დღეს პროგნოზირებენ, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მცირე ნალექია მოსალოდნელი თბილისში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved