• რეკლამა
  • კონტაქტი
09:11, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ მედიცინის სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვა

ალია ავტორი - ალია
14:48 06-28-2021
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

25 ივნისს ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ რუსთაველის თეატრში მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის წვეულება გამართა. ღონისძიებაზე დააჯილდოეს ღვაწლმოსილი ექიმები, მათ შორის – ისინიც, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლაში. ლიგის ისტორიაში პირველად ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების დანერგვისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა “ავერსის” დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს.

ღონისძიების შესახებ მის ორგანიზატორს, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ვიცე-პრეზიდენტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ექიმ-ალერგოლოგ მარიამ ბეზარაშვილს ვესაუბრეთ:

– ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა შვიდი წლის გახდა. ამ თარიღის აღსანიშნავად სამედიცინო საზოგადოება რუსთაველის თეატრში მოვიწვიეთ და საქართველოს მასშტაბით ყველაზე წარმატებული ექიმები დავაჯილდოეთ. დაჯილდოებულთა შორის, რა თქმა უნდა, არიან დარგის ის წარმომადგენლებიც, რომლებიც პანდემიის პირობებში ფრონტის წინა ხაზზე დგანან, მათ შორის – ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია და ამავე კლინიკის კლინიკური დირექტორი კახა იშხნელი. ლიგის ისტორიაში პირველად გაიცა ჯილდო მედიცინის სფეროს ინოვატორის ნომინაციით, რომელიც “ავერსის” დამფუძნებელს, ბატონ პაატა კურტანიძეს მიენიჭა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც შექმნა უმაღლესი დონის კლინიკების ქსელი, ააღორძინა ფარმაცევტული

ინდუსტრია, შემოიკრიბა პროფესიონალთა გუნდი, მუდმივად უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზეა ორიენტირებული, ზრუნავს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამასთან ერთად, ბატონი პაატა ცნობილია როგორც უდიდესი ქველმოქმედი. სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელეთ მისთვის ჯილდოს გადაცემისას.

ღონისძიებაზე დაასახელეს საუკუნის ექიმებიც. დაჯილდოება დასრულდა კონცერტით, რომელშიც ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად მედიცინის სფეროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ექიმებმა შესანიშნავი საღამო აჩუქეს ერთმანეთს და იმედი გამოთქვეს, რომ აქ მიღებული დადებითი ემოციები ღონისძიების ყველა მონაწილეს დიდხანს გაჰყვება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved