• რეკლამა
  • კონტაქტი
00:34, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამგვარი სათაურით ავრცელებს კადრებს TV პირველი, ეს, უკვე უტიფრობაა! გვაცალეთ ჩვენი საქმის კეთება…” – მღვდელი თეიმურაზ ქორიძე

ალია ავტორი - ალია
11:49 09-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
206

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები შემდეგი ტექსტის წამძღვარებით:

„დამწვარი ხატები და ჯვრები. შოკისმომგვრელი კადრები უჯარმის ეკლესიიდან. თვითმხილველთა თქმით, ხატები მამაომ დაწვა“.

ფაქტს ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის სასულიერო პირი, მღვდელი თეიმურაზ ქორიძე გამოეხმაურა;

„დამწვარი ხატები და ჯვრები. შოკისმომგვრელი კადრები უჯარმის ეკლესიიდან. თვითმხილველთა თქმით ხატები მამაომ დაწვა“ ამგვარი სათაურით ავრცელებს კადრებს TV პირველი. ეს, უკვე უტიფრობაა! სანამ რაიმეს კიდევ კუდს მოაბამთ, იქამდე აგიხსნით სინამდვილეს.

ეს გახლავთ ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის, უჯარმის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, სადაც გარკვეული დროის მანძილზე არ აღესრულებოდა ღვთისმსახურება. მეუფე ლუკას კურთხევით დაგვევალა, რომ ჩავსულიყავით ადგილზე და გვენახა ტაძარი, რათა შემდგომში აღსრულებულიყო მსახურება და ტაძარში ემსახურა მოძღვარს. ჩასვლისთანავე დაგვხვდა საშინელი სურათი. უბრალოდ ფეხს ვერ დაადგამდი ტაძარში. საშინელი სიბინძურე. ცემენტის და კირის აურაცხელი ტომრები, ძირს დაყრილი და მთლიანად მტვერში მოსვრილი ხატები, ჯვრები და სიწმინდეები. საკურთხეველში კი, უბრალოდ ვერ შეხვიდოდი. ტრაპეზზე და მთლიანად საკურთხეველში ეყარა უამრავი ნივთი, ძირს იყო დაყრილი ყველაფერი რისი წარმოდგენაც შეიძლება.მაგრამ ეს არ არის მთავარი…

ცოტა ხანში გამოჩნდნენ ვიღაც ადამიანები, რომელთაც განგვიცხადეს, რომ ტაძარი მათი საკუთრება იყო და რა ფულსაც ისინი ამ ტაძრის შესაწირიდან იღებდნენ, არავის დაუთმობდნენ. როდესაც გავაცანით საქმის ვითარება, თითქოს დამშვიდდნენ და გვთხოვეს, რომ ერთი შესაწირის ყუთით ბავშვებს საჭმელს ვაჭმევთ და იქნებ დაგვეხმაროთო. დავთანხმდით. რადგან დავიჯერეთ, რომ მართლა ბავშვებს ხმარდებოდა ეს თანხა(მათი ყუთი ახლაც იქ დგას, ჩაბეტონებულია საბურავებს შორის). შემდგომ აღმოჩნდა, რომ რაღაც კონკრეტულ დაჯგუფებასთან გვქონდა საქმე, რომელიც „აკონტროლებდა“ ტაძარს.

ჩვენ მშვიდად შევუდექით ტაძრის დალაგებას. უამრავი ჯვარი იყო გატეხილი, ხატები დალეწილი, იყო გაზეთები, გაზეთებიდან ამოჭრილი ხატები და უამრავი ისეთი ნივთი, რომელიც დაზიანებული იყო და მსახურებისას ვერ გამოიყენებდი, ასეთ შემთხვევაში ეკლესიის ტრადიციის თანახმად მსგავსი ნივთები იწვება და მიწაში იფლობა ან პირდაპირ იფლობა მიწაში. ნაწილი ხატების ჩავაწყვეთ ყუთებში დასასუფთავებლად.

ვინც მანამდე იყავით ამ ტაძარში გირჩევთ, ახლა შებრძანდეთ და ნახოთ ტაძარი და თავად მიხვდებით განსხვავებას. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ. სულ ეს არის და ეს…

არ მინდა ვინმე დავადანაშაულო ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეურაცხყოფაში, მაგრამ მეფიქრება… უბრალოდ გვაცალეთ ჩვენი საქმის კეთება და როდესაც რაღაც საკითხში ვერ ერკვევით იკითხეთ მაინც… მიყვარხართ. უფალმა შეგინდოთ“

თეგები: მამა თეიმურაზ ქორიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved