• რეკლამა
  • კონტაქტი
20:04, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამერიკული ნავთობის ფასის დაცემა ჩვენზე შემოსავლების კუთხით უარყოფითად მოქმედებს“

ალია ავტორი - ალია
01:53 04-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ისტორიაში პირველად, ამერიკული ნავთობის ფასი ორშაბათის მონაცემებით, 0-ს ჩამოსცდა და უარყოფით ნიშნულზე იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობის გამყიდველები პირიქით იმ მყიდველებს უხდიან, რომლებიც პროდუქციის შენახვას საკუთარ თავზე აიღებენ. საუბარია მაისის ბოლო დღეების ფიუჩერსებზე (კონტრაქტებზე), რადგან გუშინ შეძენილ პროდუქციას მყიდველები სწორედ ამ თარიღებში მიიღებენ.

„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ამბობს, რომ ამერიკული ნავთობის ფასის დაცემა ლარის კურსზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა შემოსავლების კუთხით ეს უარყოფითად მოქმედებს საქართველოზე, ჩვენი ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკურ პარტნიორებზე უარყოფითი ზეგავლენის გამო.

„ამერიკული ნავთობის ფასის დაცემა და მისი უარყოფითი მაჩვენებელი დროებითია, რადგანაც შემდეგი პერიოდის ფიუჩერსები არ არის ასე შემცირებული. თუმცა, რა თქმა უნდა შემოსავლების კუთხით ეს უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე, ჩვენი ნავთობზე დამოკიდებულ ეკონომიკური პარტნიორებზე უარყოფითი ზეგავლენის გამო, რაც ამ ეტაპზე უფრო მეტია ვიდრე დაბალი ნავთობის ფასიდან გამომდინარე ნაკლები იმპორტიდან მიღებული დადებითი ეფექტი. საბაზო სცენარით, 2020 წლის ბოლოსათვის ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასის დაახლოებით 40 დოლარამდე ზრდა გვაქვს გათვალისწინებული. ეს ფასი მნიშვნელოვნად ნაკლებია COVID-19-ის კრიზისამდე არსებულ, დაახლოებით 65 დოლარის ნიშნულზე, თუმცა ის ჩვენი ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკური პარტნიორებისთვის მაინც მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორი იქნება“, – განმარტავს ოთარ ნადარაია.

ოთარ ნადარაია ლარის კურსის გაუფასურების მოლოდინზეც საუბრობს და ამბობს, რომ ლარი დოლართან მიმართებაში შესაძლოა დაახლოებით 3.3-მდეც გაუფასურდეს, თუმცა წლის ბოლოსთვის 3.1-ს მიაღწევს.

„ამ პერიოდში ლარი შესაძლოა მცირედით გაუფასურდეს. თიბისი კაპიტალის მოდელის მიხედვით დაახლოებით 3.3-მდე აშშ დოლართან მიმართებაში. თუმცა, წლის ბოლოსთვის 3.1-ს ვფიქრობთ, ისევ და ისევ იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ვალუტების გავლენა რა იქნება, რა იქნება ვალუტის შემოდინება-გადინების ბალანსი და ეროვნული ბანკის მიდგომა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს რეალობაში, ვალუტის მიწოდების შემცირებას აუცილებლად თან ახლავს ლარის მიწოდების შედარებით ნაკლები ოდენობა. სხვაგვარად მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება პრობლემურია. ზემოაღნიშნული სცენარით, 2020 წელს ინფლაცია დაახლოებით 5-6%-მდე იქნება და ლარის კიდევ უფრო მკვეთრი გაუფასურება თავისთავად ფასების ზრდაზე კიდევ უფრო მეტ ზეწოლას განაპირობებს. ასევე, ჩემი აზრით, მინიმუმ არაა გამორიცხული რომ საქართველოს რეალობაში გაუფასურება ეკონომიკის ზრდას არათუ არ ზრდის, არამედ ამცირებს კიდეც. ვალუტის მიწოდების კუთხით, გარდა უკვე პრაქტიკულად მობილიზებული საგარეო დახმარებებისა, ვფიქრობ რომ უკვე გაჟღერებული ე.წ. სავალუტო ჰეჯირების სქემა ძალზედ ეფექტიანი იქნება“, – ამბობს ოთარ ნადარაია.

კომერსანტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved