• რეკლამა
  • კონტაქტი
08:22, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამერიკელი სამხედრო ექიმები სუპერ ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ – რას შეძლებს ახალი პრეპარატი

ალია ავტორი - ალია
10:18 01-15-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ამერიკელი სამხედრო ექიმები სუპერ ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ, რომელმაც თავის მხრივ ყველა შესაძლო შტამზე უნდა იმუშაოს. შეერთებული შტატების ნაციონალურ სამხედრო სამედიცინო ცენტრში პრეპარატი გამოცდის პირველ ფაზას გადის. უკვე გაცხადდა, რომ ვაქცინამ შესაძლოა იმუშაოს არა მხოლოდ “ომიკრონზე” ან სხვა შტამებზე, არამედ ახლოს მყოფ ინფექციებზეც.

მსოფლიოში “ომიკრონი” დომინანტურ შტამად რჩება. ბოლო 1 კვირაში შეერთებულ შტატებში ახალი შტამით ინფიცირების მაჩვენებელმა შემთხვევების საერთო რაოდენობის 98% შეადგინა. როგორც ენტონი ფაუჩი ამბობს, “ომიკრონი” უპრეცედენტოდ სწრაფად ვრცელდება და ის ყველას შეხვდება, ქვეყნის პრეზიდენტი კი ახალი შტამისგან თავის დასაცავად საზოგადოებას “ბუსტერ” დოზის გაკეთებისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

“ომიკრონის” გავრცელების თავიდან ასაცილებლად მე-4 დოზით აცრა დაუშვეს ესპანეთსა და კამბოჯაში. ესპანეთში ვაქცინის დამატებითი დოზით რისკჯგუფებს აცრიან, კამბოჯაში კი რისკჯგუფებთან ერთად პრიორიტეტულად წინა ხაზზე მომუშავე პერსონალი და მთავრობის წევრები სახელდებიან.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, გერმანიის ვაქცინაციის კომიტეტი 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების “ბუსტერ” დოზით აცრის რეკომენდაციას გასცემს, გერმანიის მთავრობა კი სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესახებ მსჯელობს. 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ფილიპინებში. გასულ 24 საათში ვირუსი 37 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, დაწესებული რეგულაციები იანვრის ბოლომდე გახანგრძლივდა. შეზღუდვები დაწესდება ქვეყანაში შესვლის მსურველი უცხოელებისთვისაც.

“ომიკრონ” ვარიანტის გავრცელების გამო ათობით საერთაშორისო რეისი გააუქმა ჩინეთმა. 

რუსთავი 2

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved