• რეკლამა
  • კონტაქტი
06:58, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამერიკელებმა კარგად იცოდნენ, რომ სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვას, პუტინი პასუხს გასცემდა“ – ფრიდონ ინჯია

ალია ავტორი - ალია
13:47 02-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
551
“ევროპელი სოციალისტების” ლიდერი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ 2008 წლის ომისთვის საფუძვლიანად მომზადება სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წლიდან დაიწყო და ომის დაწყებით სენატორი ჯონ მაკკეინი პერსონალურად იყო დაინტერესებული.

“ჩემი ბრიფინგის მიზეზი გახდა ბოლო დღეებში, საპარლამენტო უმრავლესობის და პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. თუმცა, აშკარაა, რომ როგორც “ქართული ოცნების”, ისე „ხალხის ძალის“ ლიდერები ღიად მაინც ვერ ამბობენ იმ სიმართლეს, რომელიც საქართველოში ყველამ იცის, მაგრამ რომლის თქმასაც საჯაროდ ვერავინ ბედავს. ამას დაემატა „ხალხის ძალის“ მიერ შემოტანილი ორი კანონპროექტი. გაუგებარია ერთი და იგივე საკითხზე ორი სრულიად განსხვავებული კანონის შემოტანა. ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია.

დღეს მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის ომისთვის საფუძვლიანად მომზადება სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წლიდან დაიწყო, თუ ადრე არა; ნაციონალებმა კოდორის ხეობას დაარქვეს ზემო აფხაზეთი; 2008 წლამდე, ომის დაწყებამდე ყველა სტრატეგიული ობიექტი გაასხვისეს ჩალის ფასად. თუმცა, მყიდველებმა მათი შეძენისთვის დიდი ფინანსური ხარჯი გაიღეს. აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები; ომის დაწყებას წინ უსწრებდა პროვოკაციული სროლები სამაჩაბლოში, რის შემდეგაც სააკაშვილმა ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დააანონსებინა მის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების მეშვეობით.

ამ ყველაფრის ლოგიკური კულმინაცია იყო 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით სააკაშვილის ბრძანებით, არტილერიის მიერ ცხინვალის დაბომბვა, რითაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ იმავე წელს „ნაციონალებმა“ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლითაც მათ სააკაშვილის მიერ ომის დაწყება აღიარეს. ხოლო შედეგად, რუსეთს ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია გაუფორმეს.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქმეები მოიგო, ამ თემაზე გაჩუმების მიზეზი აღარ არსებობს. ისმის კითხვა – რატომ არიან ჩუმად, გაუგებარია.

ჩვენს მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან, გავიდა ნახევარ თვეზე მეტი, მაგრამ უმრავლესობას არც კი განუხილავს, არც უმსჯელია ამ საკითხზე. ერთადერთი „ხალხის ძალამ“, საზოგადოების სახით გამოხატა დადებითი დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში.

გაუგებარია, რატომ უნდა დავაფაროთ და ვაფარებთ ხელს სააკაშვილის რეჟიმს მის მთავარ დანაშაულზე, რომელიც მან ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა. მე არ მაინტერესებს იმ 4 საქმიდან არც ერთი, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა და ამ მიმართულებით კი, არაფერი კეთდება. ხოლო ის 4 საქმე, რომელზეც ნაწილი დამთავრებულია და მისჯილი აქვს, გამოდის, რომ სააკაშვილის ძირითადი დანაშაული იჩქმალება.

ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი ყველა ნაბიჯს ამერიკელებს უთანხმებდა და მათ გარეშე ვერცერთ ზემოთ ნახსენებ ქმედებას ვერ დაგეგმავდა და განახორციელებდა. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ბუშის 2005 წლის ვიზიტის შემდეგ საქართველოში.

ამერიკელებმა კარგად იცოდნენ, რომ სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვას, პუტინი პასუხს გასცემდა, რაც საბოლოოდ რუსეთსაც და ევროპასაც სერიოზულ დაპირისპირებას მოუტანდა, 2008 წლის ომმა პირველად გააჩინა ბზარი ევროპასა და რუსეთს შორის, როგორც ეს ახლა გრძელდება უკრაინის ომიდან გამომდინარე. ამერიკამ მაშინ ჩვენ და ახლა კი მთელი ევროპა და უკრაინა გაწირა.

ასევე, ცნობილია, რომ ომის დაწყებით პერსონალურად იყო დაინტერესებული ჯონ მაკკეინი, რომელმაც 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია სწორედ რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ააგო.

ამ ევროატლანტიკური შეთქმულების შედეგად გაიწირა ჩვენი ორი ისტორიული კუთხე – აფხაზეთი და სამაჩაბლო, დაიღუპა ასეულობით ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე და საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა 30 ათასი ადამიანი.

ის, რაც სააკაშვილმა და მისმა უცხოელმა მფარველებმა 2007-2008 წლებში გააკეთეს, სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი. ამ ფონზე, გასაკვირი არაა, თუ რატომ ამოიღო სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მუხლები. სრულიად ცხადია, რომ მათ დააზღვიეს სამომავლო დანაშაულები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ ჰქონდათ ჩასადენი. უფრო მეტიც, სააკაშვილმა შეგნებულად დატოვა საქართველოს მოქალაქეობა, რისი აუცილებლობა იმ პერიოდში უკრაინის პრაქტიკიდან გამომდინარე, არ არსებობდა.

ჩვენ გავაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა პროკურატურამ გამოიძიოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და პარლამენტშიც შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია. ადამიანებს, რომლებიც დღესაც საქართველოს ომში გახვევას ცდილობენ, 2008 წლის უმძიმესი დანაშაული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შერჩეთ,” – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

თეგები: ფრიდონ ინჯია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved