ამერიკელების თანადგომა უკრაინელებს. – ფოტოს სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ქართველი ავრცელებს.
ნიუ იორკში მანჰეტენზე, ნახევარი საუკუნის წინ გახსნილ უკრაინულ რესტორანში, რომელსაც “ვესელკა ქვია” ხალხის ნაკადი არ წყდება.
მთელი ნიუ იორკი რესტორანში მოხვედრას ცდილობს და მზად არიან საათობით იდგნენ რიგში, რათა იქ შევიდნენ.
რესტორანი “ვესელკა”, ასევე საქველმოქმედო მიზნით ფულსაც აგროვებს და უკრაინაში ხალხს უგზავნის.
ყოველ დღიურად ამერიკელები, რომლებიც ამ რესტორანს სტუმრობენ, შესაწირსაც ტოვებენ .
კომენტარები