• რეკლამა
  • კონტაქტი
12:32, შაბათი, 7 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამერიკაში დღემდე არსებობს სიკვდილით დასჯა, აღვადგინოთ ჩვენც?” – მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
16:54 03-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
764

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

“შევეცდები მარტივად ავხსნა, რატომ არის „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი რუსული, რატომ არის მისი დაინიცირების ფაქტი უკვე თავისთავად ქვეყნის მტრობა და არანარი მნიშვნელობა არ აქვს რა ეწერება შიგნით.
რამეთუ არ წყდება სულელური გაპრავებები:
„ჯერ კანონი არ მიღებულა და პრეზიდენტი უკვე ვეტოს ადებს. რა იცის როგორი კანონი იქნება საბოლოოდ?“
„ამიერიკაში თუ აქვთ ანალოგიური კანონი, ამერიკა რა არადემორკატიული ქვეყანაა?“
ჯერ ერთი: მაგალითად, ამერიკაში დღემდე არსებობს სიკვდილით დასჯა. გადმოვიღოთ მაშინ. აღვადგინოთ ჩვენც?
ასევე, ამერიკის 51-ე შტატად გახდომისკენ არ მივისწრაფვით. ევროკავშირის წევრობისკენ მივისწრაფით და ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არც სიკვდილით დასჯაა და არც ეს კანონი. უნგრეთის ავტორიტარმა მმართველმა ორბანმა მიიღო ერთი და მასაც გააუქმებინა ევროსასამართლომ.
მეორეც და მთაავრი: ამ კანონის მთაავრი პრობლემა შინაარსი კი არაა, არამედ მისი მიღების მიზანი. (ამიტომ გამოაცხადა პრეზიდენტმა წინასწარ ვეტოს დაავდებო, მიუიხედავად იმისა როგორი იქნება საბლოოდ).
ამერიკამ ეს კანონი თავის დროზე მიიღო ნაცისტური და კომუნისტური გავლენისგან თავის დასაცავად. ანუ იმ ქვეყნებისგან და იდეოლოგიებისგან თავის დასაცავად, რომელბიც ამერიკას საფრთხეს უქმნიდნენ, რომელბიც მისი მტრები იყვნენ. დღემდე ინარჩუნებს ამ კანონს, რადგან ნაციზმი კი გაქრა, მაგრამ არსად გამქრალა საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი და არსად გამქრალა კომუნისტური საფრთხე (მაგალითად, ჩინეთი). გაჩნდა ასევე ახალი საფრთხე ტერორიზმის საიხთ.
რა თქმა უნდა, თავის დროზე ამეირკაში კომუნისტების დევნა და მაკარტიზმი დმეოკრატიის ცასლახა შეზღუდვა იყო. ამაზე ამერიკაშიც კი აღარავინ დავობს. რა თქმა უნდა, 11 სექტმებრის ტერაქტის მერე მიღებული „პატრიოტის აქტი“ ლახავს ადმაიანის უფლებებს და თავისუფლებებს და ამაზეც ღიად საუბრობენ ამეირკაში, მაგრამ ტერორიზმის საფრთხე იმხელაა, რომ უსაფრთხოება დადგა წინა პლანზე.
ჰოდა, მთაავრი კითხვა აქ ესაა: საქართველოში ამ კანონის მიღების მიზანი რა არის? ვისგან ვიცავთ თავს? ამ კანონის მიღებით ვის მიიჩნევს ქვეყანა მთაავრ საფრხედ?
პასუხი ერთია: დასავლეთს, რადგან ის ენჯეოები, რომელბსაც ეს ხლეისუფლება ერჩის სწორედ დასავლეთიდან ფინანსდება. (რუსეთიდან დაფიანსბეული ორგანიზაციები ღიად ამ ფულს არ იღებენ. არც ადეკლარიერებნ და შესაბამსიად მათ ვერ შეეხებათ). ამიტომაა მიუღებელი თავად ფაქტი ასეთი კანონის არსებბისა, მიხედავად იმისა შიგნით რა ეწერება. ამ კანონის მიღებით ჩვენი ქვეყანა მთავარ საფრთხედ აცხადებს დასავლეთს ანუ პირდაპირ მტრად ვაცხადებთ დასავლეთს , რადგან თუ ამეირკას ვბაძავთ, მან ეს კანონი სწორედ მტრების გავლენის შესაზღუდად მიიღო.
შესაბამსიად, ამ კანოინის მიღების მერე როგრღა ვიქნებით დასავლეთის მოკავშირე, თუ ის კანონის დონეზე გვეყოლება საფრთხედ და მტრად გამოცხადებული?
სწორედ ამიტომ ეძახიან ამ კანონს რუსულს. არა შინაარსის გამო, არამედ მიზნის გამო. სულ რომ ამერიკულის სრული ანალოგი მიიღონ, მაინც რუსული იქნება ეს კანონი, რადგან ამერიკაში ამ კანონის მიღების მიზანი ნაციზმის და კომუნიზმის შეზღუდვა იყო, ხოლო რუსეთში და ჩვენთან მისი მიღების მიზანი დასვლეთის გავლენის შეზღუდვაა.
სხვანაირად როგორ დავღეჭო?”
თეგები: მერაბ მეტრეველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება

12:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved