• რეკლამა
  • კონტაქტი
12:38, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამერიკაში, ალიასკას შტატში მოღვაწე ქართველი დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე: „სასულიერო პირის შემოსავლები და ტარიფები…. რა იწვევს პრობლემებს, ერთია, მაგრამ რაშია გამოსავალი? “

ალია ავტორი - ალია
12:17 01-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
398

ამერიკაში, ალიასკას შტატში მოღვაწე ქართველი დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე სოციალურ ქსელში წერს:

„სასულიერო პირის შემოსავლები და ტარიფები…. რა იწვევს პრობლემებს, ერთია, მაგრამ რაშია გამოსავალი?
1994 წლიდან ვარ სასულიერო პირი, დღეს არ გამიგია მღვდლის გასაჭირისა და ამ სიძნელეების შესახებ. შევეცდები მოკლედ ავხსნა, რა მდგომარეობაა და რა უნდა იყოს სინამდვილეში და რაშია გამოსავალი.

როცა სასულიერო პირი გავხდი, ჯერ კიდევ რუსული რუბლი იყო და 15 000 რუბლი იყო დიაკონის ხელფასი (მაშინ 1 კგ. პური 2 500 რუბლი ღირდა, გნებავთ მანეთი). როცა ლარი შემოვიდა, კუპონის და რუბლის გათვალისწინებით ხელფასი გადაიანგარიშეს და 15 ლარი დამენიშნა. წლები ვიყავი სოფლის ეკლესიაში და უკიდურეს გასაჭირში. მრევლის ურთიერთობიდან მუდმივად მესმოდა რა მდგომარეობაში იყო ხალხი. ამასთანავე უნდა აღვნიშნო დღეს სამღვდელოების უდიდესი ნაწილი ასეთ მდგომარეობაშია.

2011 წელს, ამ დროს უკვე სვეტიცხოველში ვმსახურებდი, მახსოვს 4 თვის ანდრიას ფაფა იდგა გაზქურაზე და გადაუხდელობის გამო, ისე ჩაგვიჭრეს დასრულებაც არ გვაცალეს. არ ვწუწუნებ, ფაქტებია. დღემდე ქირით ვართ. 7 სულიანი ოჯახი 16 კვადრატულ ოთახში ვცხოვრობდით 8 წელი. მაგრამ მადლობა უფალს, სიყვარულით და ერთმანეთის ზრუნვით იზრდებოდნენ ბავშვები.
პირველ რიგში, თუ კი ვინმეს სურვილი აქვს მოწესრიგდეს სასულიერო პირთა ყოფა, მთავრობაში კი არა შიგნით, ეკლესიაში უნდა დაიწყოს საქმეთა მოგვარება.

ვინც საკურთხეველს ემსახურება, საკურთხევლიდან უნდა იკვებებოდეს, ამას განაჩინებს სჯულის კანონი.

საქართველოში, ბოლო 11 წელი სვეტიცხოველში ვმსახურებდი. იქაური მოდელი და მოწყობა მაშინ ასე იყო, ვეჭვობ ახლა იყოს სხვანაირად. 16 მღვდელი ვმსახურებდით. ერთი ტაძრისთვის უჩვეულოდ ბევრია, მითუმეტეს როცა არ არსებობს არანაირი დახმარება, ხელფასი. მეტიც, რადგან მღვდელს არ აქვს ხელფასი, სოციალურად ყველაზე დაუცველი ნაწილია ქვეყნის. უბრალოდ საბანკო სესხი და განვადების გაკეთებაც კი ჭირს. ტაძრის ბიუჯეტი, რაც ივსება საეკლესიო მაღაზიების შემოსავლით, ქმნის მღვდლის შრომა, საიდანაც მღვდლებს 1 თეთრი კი არ ერგება. მხოლოდ წესების შესრულების შემოწირულობებია მღვდლის სარგო. გვახსოვს, მოჭარბებული პრობლემების გამო, ვესტუმრეთ საპატრიარქოს, იყო შეხვედრა, საუბარო მაგრამ დარჩა ის რაც იყო,“- წერს დეკანოზი კონსტანტინე.

რაშია გამოსავალი?

მაგალითად, ჩვენი ეპარქიის ყოველი სამრევლო 1 წლით ირჩევს საბჭოს. რომლებიც შეთანხმებულად და გამჭვირვალედ ახდენენ ფინანსების განაწილებას და არა ისე როგორც უმეტეს ეპარქიებშია წინამძღვრის სურვილით და ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.
აი რას განაჩინებს მოციქულთა კანონი:

კანონი 59 „ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გაჭირვებულ კლირიკოსს არსებობისათვის საჭირო სახსრებს არ აძლევს, განყენებულ იქნეს; ხოლო თუ კვლავ ულმობელი დარჩება კლირიკოსთა მიმართ, განიკვეთოს როგორც ძმის მკვლელი.“

აი სად და როგორ უნდა გვარდებოდეს ეს პრობლემა, მერიას მოვთხოვოთ დაბალი ტარიფები, ვიზრუნოთ ხალხის მხარდამხარ უკეთესი მომავლისკენ. მაგრამ ეკლესიაში მოვითხოვოთ ის რაც მოციქულებმა დაგვიდგინეს და რაც წესი და კანონია. იგივე, ხომ ეკლესიის მართვა გამგეობის დებულებითაც განსაზღვრულია. ყველაფერი დაწერილია, მთავარია აღსრულდეს. როცა ძმათაშორის იქნება ასეთი სიყვარულით განაწილება, განსაცდელიც იოლი გადასატანი და ურთიერთ თანადგომაც მეტი იქნება. თორე ხომ აშკარაა, ზოგმა არ იცის სად წაიღოს და ზოგი იმას ფიქრობს რა წაიღოს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved