• რეკლამა
  • კონტაქტი
11:17, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამერიკამ გააკეთა ის, რაც აქამდე არ გაუკეთებია“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
16:43 10-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
669

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ხერსონი სადაც არის „დაეცემა“ და ეს ყველაზე უკეთ, რუსეთის ხელისუფლებამ იცის. რუსეთი იმუქრება, რომ ხერსონის კაშხალს ააფეთქებს, რაც ათეულობით დასახლებულ პუნქტს დატბორავს და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლიც დიდი იქნება. წავა ამაზე რუსეთი?

– რუსეთი ბევრ სიბინძურეზე წავიდა ამ ომში, მაგრამ ხერსონის კაშხლის აფეთქებას ვერ გაბედავს. ევროპამ და ამერიკამ, კაშხლის შესაძლო აფეთქება, მასობრივი იარაღის გამოყენების საფრთხედ შეაფასა და რუსეთის მიერ, ბირთვულ შანტაჟს გაუთანაბრა. ცხადია, ამას შესაბამისი მოქმედება მოჰყვა.ამერიკამ გააკეთა ის, რაც აქამდე არ გაუკეთებია. გაასაჯაროვა მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მძლავრი და უჩინარი წყალქვეშა ნავის, ,,ვესტ ვირჯინიის” ფოტო და ადგილმდებარეობა. ეს ამერიკული სუბმარინი არაბეთის ზღვაში იმყოფება და მის შეიარაღებაში არსებული ბირთვული არსენალით, 288 ბირთვული გასროლისთვის მზად არის ჩრდილოეთ პოლუსიდან – სამხრეთ პოლუსამდე. მოკლედ, ამით ამერიკამ უთხრა რუსეთს, თუ ხერსონის კაშხალს ააფეთქებ, შესაფერის პასუხს მიიღებო. რუსეთმა დაინახა, რომ ბირთვული იარაღის პირველად გამოყენების ექსკლუზიური უფლება არ გააჩნია და თუ ყველა წითელი ხაზები გადაკვეთა, ღირსეულ პასუხს მიიღებს ამერიკისგან.

-„ლენს ლიზის“ ამერიკული პროგრამა 1-ლი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ჯერ არანირი სამხედრო აღჭურვილობა არ მიუღია უკრაინას ამ პროგრამით. რატომ, ბატონო სოსო?

– დროში გაიწელა „ლენდ ლიზი“. თუმცა, მალე მიიღებს ამ პროგრამით გათვალისწინებულ იარაღს, სხვა სამხედრო საშუალებებს უკრაინა, სულ 40 მილიარდი დოლარის ღირებულებისას. ეტყობა, ამერიკაშია რაღაც პრობლემები და ამას ჯერ არ აცხადებენ. ფაქტია, „ლენდ ლიზის“ პროგრამით, უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღისა და ამუნიციის დამზადების შეკვეთა უკვე მიიღეს ამერიკულმა კომპანიებმა და მუშაობაც დაიწყეს. ადრეც გითხარი, „ლენდ ლიზი“ ამერიკის კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა, „რესპუბლიკელებმაც“  მხარი დაუჭირეს  და „დემოკრატებმაც“ და ის აუცილებლად ამუშავდება, ამერიკის პრეზიდენტსაც არ შეუძლია მისი შეჩერება. „ლენს ლიზის“ შეფერხების საფასურად, ამერიკამ 17 მილიარდი დოლარი გამოუყო უკრაინას იარაღის შესაძენად. ეს ფული აჩუქეს უკრაინას, რამდენიმე გრანტად მისცეს.  ამერიკის ხელისუფლება არ ამბობს, რომ ფული „ლენდ ლიზის“ დაგვიანების კომპენსაცია იყო, მაგრამ რეალურად ასეა. 8 ნოემბერს ამერიკის კონგრესის არჩევნებია და ზოგიერთები უკვე ზეიმობენ, რომ „დემოკრატები“ წარმომადგენლობით პალატაში დაკარგავენ უმრავლესობას და ეს შესცვლის რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ამერიკის პოლიტიკასო. წარმომადგენელთა პალატაში დაკარგონ უმრავლესობა „დემოკრატებმა“, რა პრობლემაა? სენატშიც დაკარგონ და კონგრესი მთლიანად იყოს „რესპუბლიკელებისა“, ამით ბევრი არაფერი შეიცვლება. ამერიკის მოსახლეობა მხარს უჭერს უკრაინისთვის ამერიკის დახმარებას და ეს არის მთავარი. ხალხის წინააღმდეგ კი, ვერც ერთი კონგრესმენი და სენატორი ვერ წავა „რესპუბლიკური“ პარტიიდან და პოლიტიკურ გვამად არ გადაიქცევს თავს საკუთარი ნებით. „რესპუბლიკელები“, „დემოკრატებისა“ და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკას მხარს რომ არ უჭერდნენ უკრაინასთან დაკავშირებით, მაშინ არც „ლენდ ლიზის“ პროგრამის ამოქმედებას დაუჭერდნენ მხარს. დამატებით შეგახსენებ, რომ კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერით, უკვე შესულია კანონპროექტი, რომლის მიღების შემდეგ, რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადებს ამერიკა. გარდა მაგისა, კონგრესში რაღაც დაპირისპირებაც რომ იყოს ამ საკითხზე არჩევნების მერე, „ლენდ ლიზი“ მაინც ამოქმედდება და ჯო ბაიდენი კიდევ 2 წელი უნდა იყოს ამერიკის პრეზიდენტი. ამერიკაში კი რამხელა უფლებამოსილება გააჩნია პრეზიდენტს, კარგად მოგეხსენება. ეს 17 მილიარდი და მანამდე კიდევ ბევრი ათეული მილიარდი, პრეზიდენტმა გამოუყო უკრაინას კონგრესთან შეთანხმების გარეშე. აქვს ამის უფლება, აკეთებს და კიდევ ბევრს გააკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად ბაიდენი. მთავარი ის არის, რომ ამერიკის ისტებლიშმენტი შეთანხმდა, რომ უკრაინის მხარდაჭერა, დახმარება, ეს არ არის ქველმოქმედება, ეს არის ამერიკის ეროვნული ინტერესების, ამერიკის უსაფრთხოების საკითხი. ამით მორჩა ყველანაირი სპეკულაციები, რა მოხდება 8 ნოემბრის კონგრესის არჩევნების მერე. არაფერიც არ მოხდება, ამერიკა დარჩება მთავარ გამწევ ძალად უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების საკითხში.

– ისრაელი უკრაინას  სერიოზულ სამხედრო დახმარებას დაპირდა. მათ შორის, შესაძლოა, საჰაერო-თავდაცვითი კომპლექსი, ლეგენდად ქცეული „რკინის გუმბათი“ გადასცეს. ახლა რატომ გააქტიურდა უკრაინის სასარგებლოდ ისრაელი?

– ისრაელი ეხმარებოდა უკრაინას, მაგრამ მას შემდეგ უფრო გააქტიურდა, როდესაც ირანმა „დრონები“ გადასცა რუსეთს და ამ „დრონებით“ რუსებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს. „რკინის გუმბათს“ რაც შეეხება, ეს სისტემა მცირე ტერიტორიისთვის არის გათვალისწინებული. ახლა სად უკრაინის ტერიტორია და სად პატარა ისრაელისა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რეზნიკოვმა განაცხადა, „რკინის გუმბათი“ არ გვჭირდება, ის სუმი-ს ოლქის ზომის ტერიტორიას დაიცავს და მეტს ვერაო. უკრაინა და ისრაელი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ ისრაელმა შეტევითი იარაღი მისცეს. უკრაინას ისრაელის რაკეტები უნდა და ვნახოთ, რა იქნება. ფაქტია, რაც დრო გადის, მატულობს უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა და მათი აქტიურობაც.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved