• რეკლამა
  • კონტაქტი
12:30, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამერიკამ და საქართველომ 5G ქსელის უსაფრთხოების შესახებ მოემორანდუმს მოაწერეს ხელი

ალია ავტორი - ალია
21:41 01-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G-ის – უსაფრთხოების შესახებ, 14 იანვარს ურთიერთგანგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში შედგა და მას ხელი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში კით კრაკმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მოაწერეს.

“ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრაკმა თქვა, რომ 5G ქსელის უსაფრთხოება და „სუფთა ქსელის“ წევრობა “ღია სიგნალს უგზავნის ამერიკაში კერძო სექტორს” და ასევე „სუფთა ქსელის“ წევრი ქვეყნების კომპანიებს. საქართველო ამერიკის არჩვეულებრივი პარტნიორია და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს ეს პარტნიორობა შემდეგ საფეხურზე გადავიყვანოთ.

როცა ეს კომპანიები საკუთარ ქსელებს აფართოებენ და როცა ისინი ახალ ქვეყნებში შედიან, მათ სურთ ჰქონდეთ სანდოობის მაღალი ხარისხი. 5G ტექნოლოგია არაკეთილსინდისიერად განწყობილ მოთამაშეებს საშუალებას აძლევს ადვილად მოიპარონ, მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრება. ამის გამო, ბევრი კომპანია თავს იკავებს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობისგან, სადაც მეხუთე თაობის ინტერნეტს არ ენდობიან,” თქვა კით კრაკმა.

კრაკის თქმით, შეერთებულ შტატებს ამ მიმართულებით დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობებიც აქვს, „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ (DFC) ფარგლებში. სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ერთად, კრაკი DFC-ის თავმჯდომარეცაა. მისი თქმით, “საქართველოში DFC-ის ოფისის გახსნას განვიხილავთ. ეს ასევე ძალიან ძლიერი სიგნალია ინვესტორებისთვის. საქართველო ამერიკის არჩვეულებრივი პარტნიორია და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს ეს პარტნიორობა შემდეგ საფეხურზე გადავიყვანოთ.“აშშ-სა და საქართველოს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ყველაზე მგრძნობიარე მონაცემების არასაიმედო მიმწოდებლებისგან დაცვას.მორგან ორტეგუსი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

მემორანდუმის განხორციელების პროცესში შემდეგ საფეხურებზე საუბრისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ „ახლა დროა ჩვენი გუნდები შეიკრიბონ. ჩვენ გვინდა საქართველოსთან ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ. ამისთვის, მე ყოველთვის ეკონომიკური წინსვლის პარტნიორობის ჩამოყალიბების რეკომენდაციას ვიძლევი. ეს უნდა იყოს მრავალ-სექტორული მიმართულების მქონე პარტნიორობა, რომელშიც არა მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა შევა, არამედ ის კერძო სექტორსაც ჩართავს. ეს ფაქტობრივად ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენას.“

მემორანდუმზე ხელმოწერის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს განცხადებები. დეპარტამენტის წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა „ტვიტერზე“ დაწერა:

„აშშ-სა და საქართველოს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ყველაზე მგრძნობიარე მონაცემების არასაიმედო მიმწოდებლებისგან დაცვას. ეს ჩვენს პარტნიორობას აძლიერებს და კარს უხსნის კერძო სექტორში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადებას.“

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა, „ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ასევე აღიარებენ, რომ 5G მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი პროდუქტები და მომსახურება, რომელიც ინოვაციებსა და ეფექტურობას შეუწყობს ხელს. ამ პროდუქტებმა და მომსახურებებმა სამართლიანი კონკურენცია უნდა უზრუნველყოს.“

მემორანდუმი ითვალისწინებს 5G ისეთი აპლიკაციების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდებას, მოქალაქეებისა და კომპანიების უფლებების დაცვას, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას და კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის შექმნას.

საქართველოსა და ამერიკას შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველო ეგრეთწოდებულ „სუფთა ქსელს“ (Clean Network) შეუერთდა, რომელშიც ნატოს და ევროკავშირის წევრებიც შედიან. ამ ნაბიჯით, საქართველო ნატოს ინტერნეტ უსაფრთხოების სტანდარტებს დააკმაყოფილებს და ალიანსთან და ევროკავშირთან ამ თვალსაზრისით თავსებადობა ექნება.

ამერიკის ხმა

თეგები: აშშ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება

17:36 11-27-2025
5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

17:15 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved